პოლიტიკა

Blog Layout

თბილისის „დინამო“ კაპიტანმა დატოვა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „დინამო თბილისი“ კაპიტანმა, გიორგი პაპავამ დატოვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. „დინამო თბილისი“ კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.​ კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას ვუხდით კაპიტანს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საფეხბურთო კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში. გიორგი პაპავას „დინამოს“ მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ …

ნახვა »

1-ელ აგვისტოს თბილისის ნაწილს შუქი არ ექნება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, გუდაუთის, გვეტაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, ალექსი გოგოლაურის, გიორგი კვინიტაძის, ნადირა ხოშარაულის, სულიკო კოროშინაძის, ზესტაფონის, ტყიბულის, სოხუმის, ზუგდიდის, არჩილ კერესელიძის, რაფიელ აგლაძის, ელიავას, ვანის, …

ნახვა »

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა

საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტს საკონსკურსო კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა. რაც შეეხება ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, მასზე პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ 5 პირი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი …

ნახვა »

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა

მატრყოფთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია). როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის …

ნახვა »

არველაძის „ჰალ სიტიმ“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჰალ სიტი“„ბრისტოლს“ დაუპირისპირდა. მატჩი შოთა არველაძის შეგირდებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო და „ჰალი“ 72-ე წუთამდე საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა. თუმცა, მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. მატჩი ქართველი სპეციალისტის გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ჩემპიონშიფის მომდევნო ტურში (6 აგვისტოს) „ჰალი“ გასვლაზე „პრესტონს“ შეხვდება.

ნახვა »

ზელენსკიმ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. „დონბასში ასობით ათასი ადამიანი, ათობით ათასი ბავშვი, უარს ამბობს გამგზავრებაზე. მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად აუცილებელია. ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოგიწევთ, დამიჯერეთ; და რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს დონეცკის ოლქს, მით ნაკლები ადამიანის მოკვლას …

ნახვა »

საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს – ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა. მან სააკაშვილის გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა. „მიზეზი მისი სიცოცხლის შენარჩუნება, გადარჩენა გახდა. აქედან გამომდინარე, სხვა ყველა საკითხი, მათ შორის, პოლიტიკაც, მოიხსნა და საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, არა მხოლოდ „ნაციონალური …

ნახვა »

მედიკოსების შეფასებით, პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გუდაურში ტრაგედიის დროს პარაპლანის დაშავებული ინსტრუქტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, კვლევებისა და ქირურგიული ჩარევის შედეგად, პარაპლანის ინსტრუქტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურტელაძემ განაცხადა, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ჰქონდა მრავლობითი, ძლიერი დაჟეჟილობები მთელი სხეულის არეში, ასევე თავის ტვინის შერყევა. „ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევა …

ნახვა »

ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის მამაცი წევრების, მაშველებისა და მედიკოსების ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. …

ნახვა »

შსს-ს ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ამოსვენებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – კახა ტორ­ჩი­ნა­ვა და გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი, მფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილი, ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე, ექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია