პოლიტიკა

Blog Layout

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების საშუალებით უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავს – ვიქტორია ნულანდი

უკრაინული მედიის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის დაყადაღებული აქტივების საშუალებით უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას გეგმავს, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აშშ-უკრაინის პარტნიორობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, კონგრესის მხარდაჭერით, მიიღო უფლებამოსილება, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს. „სხვა საკითხებთან ერთად, ვმუშაობთ …

ნახვა »

ვთხოვ, საერთაშორისო თანამეგობრობას დაინტერესდეს ჩემს მიმართ მიმდინარე თვალთვალითა და ტერორით და ნუ დამტოვებთ მარტოს სისტემის წინაშე – თათია სამხარაძე

თათია სამხარაძე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს რომ გრძელდება მისი თვალთვალი და ტერორი, თან ურთავს დამდასტურებელ ფოტომასას. დახმარებას თხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგანაც საკუთარ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. “Fake Account-იდან ჩემს გუშინდელ ადგილსამყოფელზე მატყობინებენ. ასეთი უტიფრობა პირველად არ ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩემი მისამართით — 2016 წელს, ჩემ საკუთარ მობილურზე, …

ნახვა »

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალით დახმარებას

ევროკავშირის საბჭომ, EPF-ის (European Peace Facility) ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად €1 მილიარდის ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამ  გადაწყვეტილების საფუძველზე ევროკავშირი დააფინანსებს იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას საბრძოლო მასალით ეხმარებიან. “დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების აღსრულებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინას €1 მილიარდის ოდენობის საარტილერიო …

ნახვა »

პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განაცხადა. ვიზიტის გადადების მიზეზი უცნობია. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა ვიზიტის შესახებ, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე მოწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან მიიღო.

ნახვა »

ჯო ბაიდენის განცხადებით აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან

ჯო ბაიდენმა ირლანდიაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან. “როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, – თქვა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად დააფიქსირა პოზიცია ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თავად გაჟონვის ფაქტით და არა მისი შინაარსით. “მაგრამ, …

ნახვა »

პრეზიდენტმა ათი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ათი მსჯავრდებული შეიწყალების შესახებ. მათივე ცნობით, შეწყალებულებიდან ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ასევე, სამ მსჯავრდებულს პენიტენციურდაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო ორ მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი …

ნახვა »

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,208,462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2023 წლის ტურიზმის პირველი კვარტლის აღდგენის დინამიკის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს: “2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,208,462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. • 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1,208,462 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74.7%-ით …

ნახვა »

დავით კეზერაშვილის პასუხი BBC-ს ბრალდებაზე

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, ეხმიანება BBC-ს სტატიას სადაც ის მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული. “მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის …

ნახვა »

“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში შესული ცვლილების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს ანტიკორუფციული ბიურო განიხილავს

“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში შესული ცვლილების თანახმად, პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს ანტიკორუფციული ბიურო განიხილავს და არა მთავრობა. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში აისახა. კორექტირებული კანონპროექტის გათვალისწინებით, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურა დაიწყოს საკუთარი ინიციატივით, ან მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, …

ნახვა »

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს: რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია