პოლიტიკა

Blog Layout

საქართველოს საბანკო ასოციაცია – საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს

საქართველოს საბანკო ასოციაციამ, კრედიტინფო საქართველომ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ერთობლივად უმასპინძლეს ღონისძიებას, სადაც ციფრულ მონაცემთა დერეფნების ინიციატივა წარადგინეს. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ციფრულ მონაცემთა დერეფნები საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფინანსური ჩართულობა მასპინძელ ქვეყნებში. მათივე ცნობით, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის გასაადვილებლად, საკრედიტო ბიურომ …

ნახვა »

თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება – სია

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, კომპანია სოფელ წიწამურთან, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, გადაუდებლ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება.  ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.  აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღის 12:00 …

ნახვა »

თურქეთში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიძგები ქაჰრამანმარას პროვინციაში იგრძნობოდა, ხოლო ეპიცენტრი გოქსუნის რაიონში დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევასა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვართა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიწისძვრა მოხდა, მისი მაგნიტუდა 7.8 იყო და სტიქიას 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ნახვა »

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ქალაქ ბორდოს მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ქალაქ ბორდოს მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ხანძარზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა არ დადგენილა. მეხანძრეებმა შენობის შესასვლელში ცეცხლი მალევე ჩააქრეს. საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე საფრანგეთის ქალაქებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 80 ადამიანი დააკავა. პარიზში აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი …

ნახვა »

გერმანიის საელჩო – ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე

ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს  მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება …

ნახვა »

პარლამენტმა ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ხუთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ნინო იობაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გიორგი ამილახვარს უფლებამოსილების ვადა შეუწყდა. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები იქნებიან და ეს თანამდებობა შეუთავსებელი იქნება სადეპუტატო უფლებამოსილებასთან. არსებული ინფორმაციით, გიორგი ხელაშვილი პარლამენტის …

ნახვა »

თურქეთში უმუშევრობის დონე შემცირდა

თურქეთის მასშტაბით უმუშევრობის დონის კლების ტენდენცია ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ 2022 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონემ 10.4% შეადგინა, ნაცვლად წინა წელს დაფიქსირებული 12%-ისა.საერთო ჯამში, უმუშევარი მოქალაქეების რაოდენობა ერთ წელში 337,000-ით არის შემცირებული და ამჟამად 3.58 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება დასაქმებულებს, მათი რაოდენობა თურქეთში 30.7 მილიონს აღწევს.უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი, …

ნახვა »

ხვიჩა კვარაცხელია – ცხოვრებაში ის ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც „ნაპოლისა“ და „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი დამწყებ ფეხბურთელებს მიმართავს. „მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს. …

ნახვა »

სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ ბირთვული დაპირისპირების რისკი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალია. აღნიშნულის შესახებ რიაბკოვმა განაცხადა დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას, რომლის სახელწოდებაა „მსოფლიო სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გარეშე: რა არის შემდეგ?“ „როიტერის“ ცნობით, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამო მოსკოვი ვაშინგტონთან, ფაქტობრივად, ღია კონფლიქტის პირობებში იმყოფება და რუსეთის მიმართ …

ნახვა »

მსოფლიო ბანკი – უკრაინის აღდგენას მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება

მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, უკრაინას აღდგენისთვის მინიმუმ 411 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი ბანკის, უკრაინის მთავრობის, ევროკომისიის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასების შედეგად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 2.6-ჯერ აღემატება უკრაინის 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. შეფასების თანახმად, რუსეთის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია