პოლიტიკა

Classic Layout

ჯეიმს ვების ტელესკოპიდან დანახული ჯადოსნური სამყარო

ჯეიმს ვების ტელესკოპიდან დანახული ჯადოსნური სამყარო – NASA მორიგ ფოტოებს ავრცელებს. მიუხადავად იმისა, რომ ეს ობიექტები სხვა ტელესკოპებს აქამდეც ჰქონდათ გადაღებული, ფოტოების დეტალები და გარჩევადობა უპრეცედენტოა, ისეთი, როგორიც ისინი ჯერ არასოდეს გვინახავს. გალაქტიკათა ჯგუფი სტეფანის კვინტეტი წარმოადგენს ჩვენგან 290 მილიონი წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკათა ჯგუფს ისეთ მჭიდრო ფორმაციაში, რომ თითქოს არარეალურს ჰგავს. …

ნახვა »

ლევან იოსელიანი – ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ცხადად აიღოს პასუხისმგებლობა, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი. იოსელიანი მიიჩნევს, რომ როგორი კანონიც უნდა მიიღონ, ივანიშვილთან დაკავშირებული ვერ იქნება, რადგან ის პროცესებში არაფორმალურად მონაწილეობს. „როგორი კანონიც უნდა მივიღოთ, ის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ვერანაირად ვერ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ …

ნახვა »

პაატა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში მივიდა

მაინტერესებს როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის საკითხს და რა შეიძლება ყველამ გავაკეთოთ საიმისოდ, რომ 21-ე საუკუნეში მესამე პრეზიდენტი არ მოვკლათ საპატიმროში, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ,,ვივამედის” კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისვლისას განაცხადა. პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავენ და საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექნებათ. რაც …

ნახვა »

მეუფე იაკობი – „სირცხვილიაში“ მაქარაშვილია საქართველოში თავდადებული ბიჭი თუ დიღმელაშვილი? გადაშალეთ რუსეთთან, „ეფესბეს“ მილიარდერთან მათი ურთიერთობები

შერიგება და ერთად საუბარი გვითხრეს და ვინ არღვევს? რუსული მხარე და ევროპის მოწინააღმდეგეები მანდ ეძებეთ, ოპოზიციას ვგულისხმობ. „სირცხვილიაში“ მაქარაშვილია საქართველოში თავდადებული ბიჭი?“- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, ამერიკას საქართველოსთვის არასდროს უღალატია, ევროპაზე კი ის გულნატკენია. „ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა, ვგულისხმობ ევროპარლამენტს. ევროპარლამენტიდან …

ნახვა »

მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს თქმით, გუშინ ღამით ქალაქ მიკოლაივში რუსული დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. “მტერმა ღამით მასიურად დაბომბა ქალაქი,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ. ტიმოშენკო აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაინგრა, მაგრამ ქალაქ მიკოლაივის დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 …

ნახვა »

კვირიკაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: ქართუდან წასვლაზე ინტერპრეტაცია არაა სინამდვილე

ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთ მედიასთან განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ნახსენები ამბავი ქართუდან მის წასვლაზე სიმართლე არ არის. “ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ისტორიის დამახინჯება”. – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა წერილობით კომენტარში. ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ქართუში “იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, …

ნახვა »

საქართველოს თასის 1/16 ფინალური წყვილები

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური წყვილები გაირკვა. მატჩები 6, 7 და 8 აგვისტოს გაიმართება. ამ ეტაპიდან გათამაშებაში ეროვნული ლიგის გუნდები ჩაერთვებიან. თასის დებულების მიხედვით, დაპირისპირებები ერთმატჩიანია. ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გაიმართება – „სამტრედია“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს, ზღვისპირა დერბიში ლანჩხუთის „გურია“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს მიიღებს, …

ნახვა »

როგორია ბოლო ერთი კვირის კოვიდ სტატისტიკა საქართველოში?

3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 154 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 338 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 659 ტესტი.

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი, შეურაცხმყოფელია

ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი, შეურაცხმყოფელია, იწვევს მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპელ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მას მიაკუთვნა კონსტიტუციამ. პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ყველა წევრი იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი …

ნახვა »

დონეცკში, ომის დაწყებიდან, 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დონეცკის ოლქში 602 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1552 დაშავდა, – ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ „ტელეგრამში“ განაცხადა. „11 ივლისს მაშველებმა ქალაქ ჩასივ-იარში მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევების ქვეშ კიდევ 8 გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის 9 წლის ბიჭის ცხედარი. გუშინ კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა მარინკაში. …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია