პოლიტიკა

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

რადიო STAR FM 93.9 | LIVE

STAR FM 93.9

OFFLINE LIVE
STARVISION_Cropped
STARVISION LTD

STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან

 

🎙️„ვარსკვლავთა მუსიკა“ – ეს ყველაზე ვარსკვლავური რადიოს – STAR FM 93,9-ის სლოგანია.

📻 რადიო, რომლის ეთერშიც ჰიტად ქცეულ სიმღერებს უსმენთ და რადიო, რომელიც წარმატებული ადამიანების შესახებ გიყვებათ, Fm სივრცეში 2009 წლის 7 სექტემბერს
გამოჩნდა.

🎧 ჩვენს ეთერში ყველასთვის საყვარელ და ნოსტალგიურ, ძველ ჰიტებთან ერთად, თანამედროვე, ჩარტების ლიდერ კომპოზიციებსა და სიმღერებსაც მოისმენთ

✔️ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიახლეები, ახალი ამბები კულტურისა და სპორტის სფეროდან, ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი – მიმდინარე სიახლეებს, ,,ლაივ ნიუსის” პირდაპირ ეთერში, ჩვენი წამყვანები, საათში ორჯერ გაგაცნობენ.

✔️რადიოს STAR FM 93,9 მოსმენა გარდა სიხშირისა FM 93,9,
შესაძლებელია ინტერნეტსივრცეშიც. ეწვიეთ სტარფმის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალს და უსმინეთ რადიოს LIVE რეჟიმში

🌐 www.starvision.ge

📻 რადიო მსმენელთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს –
ეწვიე რადიოს ფბ-გვერდს, მოიწონე და გაეცანი ვარსკვლავურ სიახლეებს
ლინკი ➡️ https://www.facebook.com/radiostarfm93.9/

დიდი ბრიტანეთი ოლიმპიადის სპონსორებს მოუწოდეს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან პარიზში დაგეგმილ თამაშებზე

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოლიმპიადის უმსხვილეს სპონსორებს მოწოდებით მიმართავს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან მომავალ წელს პარიზში დაგეგმილ თამაშებზე. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, იანვარში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს შესთავაზა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით. აღსანიშნავია, …

ნახვა »

„როიტერი“ – ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის ცნობების ფონზე, კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს

ქვეყნის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის ცნობების ფონზე, კანადის მთავრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შესაქმნელად მუშაობას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს მე ვაცხადებ კონსულტაციების დასაწყებად, რათა განისაზღვროს, როგორ შევქმნათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ახალი რეესტრი კანადაში“, – განუცხადა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, მარკო მენდიჩინომ …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება. „მადლობა აშშ-ის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ მისი ერთგულებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნახვა »

ხაბეიშვილი: ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს მითი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის დაუმარცხებლობის

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი. პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა, ახალგაზრდებმა. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ყველაზე დიდი “პარტიის” ინტერესებს , რომელსაც ქვია საქართველო, რომელსაც ქვია ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ახალგაზრდები, ადამიანები …

ნახვა »

დიმიტრი ხუნდაძე: პირველად ვნახე, როდესაც კანონპროექტი მიღებამდე ამუშავდა

პირველად ვნახე, როდესაც კანონპროექტი მიღებამდე ამუშავდა. ამ კანონპროექტმა ის შედეგი მოიტანა, რომ აგენტობა, ვისიც უნდა იყოს, არ არის სასურველი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ცალ ფეხზე მდგარი ნებისმიერი ქვეყანა იოლად სამართავია. „მხოლოდ ერთი აგენტობაა სასურველი და საამაყო, როდესაც შენი ხალხის და ქვეყნის აგენტი …

ნახვა »

ლუკაშენკომ ბელარუსში სიკვდილით დასჯა აღადგინა

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის „ბელტას“ ცნობით, ქვეყნის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღადგინა ღალატის მუხლით გასამართლებული ჩინოვნიკებისთვის კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომლებიც მიზნად ისახავენ ე.წ. „ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი ორიენტაციის დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას 6 მარტს მინსკში სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, …

ნახვა »

თავდაცვის სამინისტრო – ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი „თავდაცვის კოდექსით“: …

ნახვა »

ვანო მერაბიშვილი – არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის „კორდონი“, პარლამენტთან, თუ საავადმყოფოსთან, კორდონის ნებისმიერი „გარღვევა“ არის სააკაშვილის გათავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მიღწეული მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. აღნიშნულის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბარხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – თავისუფლება სააკაშვილს, მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მათი პარტია პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის …

ნახვა »

რუსეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. მათ კი, ვინც საქართველოშია, ურჩევენ თბილისსა და ბათუმის ისტორიულ ცენტრებს მოერიდონ. „რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ უკვე ქვეყანაში იმყოფებით, გირჩევთ თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კონკრეტულად ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს“ – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ნახვა »

თეიმურაზ კუპატაძე: შსს-ს თანამშრომლებს აქვთ დამწვრობები და სხვადასხვა საგნით მიყენებული ჭრილობები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გაჰყვებათ

7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან ხუთი მათგანი გადის ამ დრომდე მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. აქვთ მძიმე …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია