STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი გახრიამ აღნიშნა, დღეს საქართველოს აქვს რეალური შეაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი …
ნახვა »ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნახვა »თურქული მედიის ინფორმაციით, ორი მიწისძვრა მოხდა ჰატაის დეფნეს რაიონში 6,4 მაგნიტუდა, ხოლო სამანდაღის რაიონში 5,8 მაგნიტუდა. AFAD-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი მიწისძვრა 16,74 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, ხოლო მეორე მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე. მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრველებულა.
ნახვა »ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც კონგრესში გვაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს ეხება ზოგადად დემოკრატიის თავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. ბაიდენმა უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ომში უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის …
ნახვა »მთავრობის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ალიკა კუპრავას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. “არესტოვიჩისა და ფეიგინის დაანონსებულია დღევანდელი აქცია. აქცია თბილისისა და ბათუმის გარდა, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ტარდება. აქციის მიზანი და მთავარი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება …
ნახვა »სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 56.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 …
ნახვა »ვხედავთ მორიგ პროვოკაციას, რომელიც უკავშირდება ბელარუსში ფრენებს, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, მოხდეს ბელარუსთან მაქსიმალური ესკალაცია, ამას ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოპოზიცია ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის მოთხოვნას აპირებს. „ეს არის მორიგი პროვოკაცია. გვახსოვს მსგავსი ტიპის პროვოკაციები „ნაცმოძრაობისა“ და …
ნახვა »FIFA-მ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 1 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს განაცხადებით, მან კონსულტაციები თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან (TFF) და სირიის ფეხბურთის ასოციაციასთან (SFA), ასევე „საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“ გაიარა. „დახმარება გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული ნივთების შესაძენად, ასევე გადაუდებელი და …
ნახვა »რომელ მსახიობს შეუძლია მუდმივად სიცხე ჰქონდეს, გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები სიცხე ჰქონდეს, ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს?! ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია!“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.“ მისივე …
ნახვა »