STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი ისევ გაიზარდა. თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო დღეების განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანები. თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც 23,831 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო ოპერაცია უკვე 6 დღეა გრძელდება. ნანგრევებიდან ამოიყვანეს არაერთი გადარჩენილი. თუმცა ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა …
ნახვა »დისნეის CEO-მ, ბობ იგერმა, ახლახან დააანონსა, რომ Toy Story-ის მე-5 ნაწილი გამოვა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მისი თქმით, დამატებით ინფორმაციას მალე გაუზიარებენ საზოგადოებას. ანიმაციური ფილმის პირველი ნაწილი ეკრანზე 1995 წელს გამოვიდა და მალევე გახდა პოპულარული, საერთო ჯამში კი უკვე მისი ოთხი ნაწილია გამოსული, რომელმაც მილიარდზე მეტი მოგება მოიტანა. ანიმაციური ფილმის მეოთხე …
ნახვა »უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, იმ ფონზე, როცა რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს, მასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია. „პერიოდული “მშვიდობისა და მოლაპარაკებების“ რიტორიკაში კრემლი აცხადებს, რომ არ დატოვებს უკრაინის ტერიტორიებს და არ იქნება პასუხისმგებელი დანაშაულებზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოლაპარაკებები გამორიცხულია“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“. მისი თქმით, …
ნახვა »ინდონეზიაში კუნძულ ტულაუდზე 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. სპეციალისტებმა მიწისძვრის შედეგად ცუნამის გამოწვევის საშიშროება გამორიცხეს. სტიქიური უბედურებით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ნახვა »საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, ასევე …
ნახვა »სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა. ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. “შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი …
ნახვა »უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. „დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის …
ნახვა »ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ეხებოდა. წინასასამართლო სხდომა 30 მარტს გაიმართება. პროკურატურა ესებუასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ამის საფუძვლები არსებობდა. პროკურორის თქმით, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული …
ნახვა »საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით გაიმართება. „მასმედიის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2023 წლის 14 თებერვალს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის …
ნახვა »საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი …
ნახვა »