STAR FM 93.9
OFFLINE
LIVE

STARVISION LTD
STV / STARFM 93.9 – პირველი მულტიმედია პლატფორმა საქართველოში 2004 წლიდან
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7754 ლარი ეღირება, ევრო – 2.7557 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2009 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7758 ლარი ღირდა, ევრო – 2.7591 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2027 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი …
ნახვა »საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი …
ნახვა »რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა ღონისძიება შეწყვეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო კომისარიატების მუშაობა მომავალში გაგრძელდება მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებისა და კონტრაქტორი მებრძოლების მიღების კუთხით. მანამდე, გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა. შოიგუს მონაცემებით, მომზადებას 218 …
ნახვა »თბილისის მერმა კახა კალაძემ დევი მეზურნიშვილის ოჯახს ბინა გადასცა. ამის შესახევ მეზურნიშვილი “ფეისბუქზე” წერს. მისი ინფორმაციით, ბინა ოჯახს სრულად გარემონტებული გადაეცემა. “პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე …
ნახვა »უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განაცხადებით, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. „ამ დროისთვის გვყავს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული 13 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურასთან ერთად დავადგენთ დანაკარგებს და დავაფიქსირებთ …
ნახვა »ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე – FIABCI Georgia Prix d’Excellence Awards 2022, ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა. ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ …
ნახვა »როგორც რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება. სამმხრივი სამიტის დაწყებამდე, რუსეთის პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მოლაპარაკებებს ცალ-ცალკე გამართავს. შეხვედრის მიზანი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პერსპექტივების განხილვა იქნება.
ნახვა »Guardian-ის ინფორმაციით, ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ მორბში, მდინარე მაჩჩუზე მდებარე ხიდზე დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.
ნახვა »უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.განგაშის რუკის მიხედვით, საჰაერო განგაში დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული. ცნობისთვის, საჰაერო განგაში ნიშნავს სარაკეტო დარტყმის საფრთხეს, რა დროსაც მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
ნახვა »