საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გაძევების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს. მისივე თქმით, ეს მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპს ეწინააღმდეგება. „უნდა შევინარჩუნოთ დიალოგის შესაძლებლობები, ან სულ მცირე – ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობები. როდესაც „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე დასავლური ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებდნენ, სერგეი …
ნახვა »ჰელგა მარია შმიდი – ეუთო მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს
ეუთო მზად არის, მხარი დაუჭიროს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა განაცხადა. სიტყვით გამოსვლის დროს შმიდმა გაიხსენა გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის სიტყვები, რომელიც ჩინეთის მიერ წარმოდგენილი „სამშვიდობო გეგმის“ გათვალისწინებით გამოვიდა მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით მოლაპარაკების გამართვის მოწოდებით. „მე შემიძლია, დავეთანხმო გერმანიის პრეზიდენტს …
ნახვა »რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას „ტვიტერით“ თავად რობერტა მეცოლა და ასევე, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებენ. „კარგია დაბრუნება უკრაინაში მამაც ხალხთან, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მთელ მსოფლიოზე. ისინი არიან გმირები, რომლებმაც უარი თქვეს დანებებაზე. მათ ყველაფერი გაწირეს ჩვენი ღირებულებებისთვის. ისინი არიან ევროპელები, რომელთა სახლი ევროკავშირშია“, – წერს …
ნახვა »10 წელში მთავრობამ დონორებისგან 25 მილიარდის კრედიტები და გრანტები მიიღო
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2013-2023 წლებში საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორებისგან 25.3 მილიარდი ლარის ფინანსური რესურსი მიიღო. მათ შორის 3.9 მილიარდი ლარი საგრანტო დახმარებას, 21.5 მილიარდი კი შეღავათიან საკრედიტო დაფინანსებას წარმოადგენდა.დონორული დახმარების უდიდესი ნაწილი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე, ასევე COVID-19-ის პანდემიის დროს საბიუჯეტო დახმარებაზე დაიხარჯა.გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ყველაზე დიდი …
ნახვა »საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა
საქართველოს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს. პრაისის თქმით, დიპლომატი საქართველოში ვიზიტის დროს ხაზს გაუსვამს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია.
ნახვა »თურქეთში, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა- ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე კი 25 კილომეტრი. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო. მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა, ან მსხვერპლი, ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.
ნახვა »სალომე სამადაშვილი – ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ
ყველა დეპუტატი, რომელიც აპირებს, ხმა მისცეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტს, იმოქმედებს ქართული კონსტიტუციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ, პარტია „ლელომ“ და ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად, რათა შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, პოლიტიკური და სამართლებრივი აქტის განხორციელება საქართველოს პარლამენტში. „მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ …
ნახვა »საზარელი ორმაგი დანაშაული თბილისში – კაცი შშმ მოზარდზე სექსუალურად ძმის თვალწინ ძალადობდა
11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონასთან ამ დრომდე ფსიქოლოგების ჯგუფი მუშაობს. მოზარდი მამინაცვლის მხრიდან თვეების განმავლობაში სექსუალურ, ხოლო ბიოლოგიური დედის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა. თბილისის ერთ-ერთ რაიონში მომხდარი საზარელი დანაშაულის გამო ახლა განსასჯელთა სკამზე 30 წლის მამაკაცი და 50 წლის ქალი ზის, თუმცა ძალადობის მსხვერპლის დედა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. …
ნახვა »მატჩამდე 25 დღით ადრე – საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია
საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 25 დღით ადრე გაყიდულია, – ინფორმაციას ეროვნული გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. „საქართველო-ნორვეგიის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 28 მარტს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში. ვილი სანიოლის გაწვრთნილები ნორვეგიას ევრო 2024 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 მარტს ბათუმში გაიმართება. მანამდე, …
ნახვა »2022 წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა
გასულ წელს CO2-ის ემისიები გლობალურად რეკორდულ დონემდე გაიზარდა, წიაღისეული საწვავის მოხმარების გაგრძელებამ კი მსოფლიო კვლავ გლობალური დათბობის საფრთხის გზაზე დააყენა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2022 წელს ენერგიასთან დაკავშირებული ემისიები 0.9%-ით გაიზარდა და 36.8 მილიარდ მეტრიკულ ტონას გადააჭარბა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ზრდის პარალელურად, ევროპასა და ჩინეთში ინდუსტრიული წარმოება მნიშვნელოვნად შემცირებულია. …
ნახვა »