ტელესკოპმა „ჯეიმს უები“ 6 ახალი აღმოაჩინა, რომლებიც ფიზიკისა და კოსმოსის კანონების მიხედვით არ უნდა არსებობდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გალაქტიკები დიდი აფეთქებიდან 500-700 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა. უზარმაზარ გალაქტიკებში ძალიან ძველი ვარსკვლავებია. ეს აღმოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კოსმოსის შესახებ აქამდე არსებულ ცნობებს. კერძოდ, დიდი …
ნახვა »ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:37 წუთზე 10 კილომეტრის სიღრმეში ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე კაშგარისა და არტუქსის რეგიონებში მოხდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ნახვა »თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ანკარას გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელი სერჯან ჩიღგინი, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილე უღურ ურჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა …
ნახვა »თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად …
ნახვა »„ლელოს“ ლიდერები კიევში, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდნენ
“ლელოს“ ლიდერები კიევში, მმართველი პარტიის „სლუგა ნაროდას” თავმჯდომარეს, ოლენა შულიაკს და პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდნენ. პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრა სახელისუფლებო პარტიის მთავარ ოფისში შედგა. მათივე ცნობით, „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, გენმდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ კოლეგებს პირადად დაუფიქსირეს ქართველი ხალხის თანადგომა. „ლელოს” ლიდერების ვიზიტი უკრაინაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ “ქართული …
ნახვა »იაგო ხვიჩია – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა შეწყვიტოს ბოიკოტი, „ნაცმოძრაობა“ უნდა აღესრულოს, როგორც ბოიკოტში მყოფი პარტია
„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი არ უნდა შეწყვიტოს. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი დეპუტატები. „„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა შეწყვიტოს ბოიკიტი. „ნაცმოძრაობა“ უნდა აღესრულოს, როგორც ბოიკოტში მყოფი პარტია, ხოლო მისი წევრები პარლამენტში, როგორც ინდივიდუალური, დამოუკიდებელი და თავისუფალი დეპუტატები, ისე უნდა …
ნახვა »რას ამბობენ მკურნალი ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ამის შესახებ კლინიკა ვივამედში ექიმებმა განცხადება გააკეთეს. რატომ არის მნიშვნელოვანი: ექიმების განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ სხეულის წონა და მასა დაქვეითებული რჩება. ამბობენ, რომ 20 თებერვალს წონა იყო 67 კილოგრამი და სხეულის მასის ინდექსი იყო 18,2, გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია და ძირითადად საწოლშია. …
ნახვა »გაერომ უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების სტატისტიკა განაახლა
უკრაინაში ომის შედეგად დაღუპულ და დაზარალებულ სამოქალაქო პირებზე ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი ავრცელებს. რატომ არის მნიშვნელოვანი: გაეროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 8 006 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 13 287. ომის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 487 და დაშავდა 954 ბავშვი. ორგანიზაცია ადასტურებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები …
ნახვა »რუსეთი დღეიდან ხორბლის საექსპორტო ბაჟს 11.3%-ით ზრდის
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 177.2 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 653.5 რუბლისა, რომელიც აქტიური 15 თებერვლიდან იყო.ქერზე არსებული ბაჟი 3 209.1 რუბლიდან 3 717 რუბლამდე, სიმინდზე მოქმედი ბაჟი კი 1 670-დან 2 199.7 რუბლამდე გაიზრდება. ახალი ტარიფები 28 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.საექსპორტო გადასახადი საქონლის …
ნახვა »ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, კიშინიოვში გამართულ სესიაზე, ,,საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე“ რეზოლუცია მიიღო.ასამბლეა მიესალმება ევროკომისიის მიერ 2022 წლის 23 ივნისს მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი.ევრონესტის საპარლამენტო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, …
ნახვა »