პოლიტიკა

editor

თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა: “დაიბადა გოგონა, თავს ორივე კარგად გრძნობს”

თბი­ლის­ში, 12 წლის მო­ზარ­დმა ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. “და­ი­ბა­და გო­გო­ნა, თავს ორი­ვე კარ­გად გრძნობს” – გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE -ს “პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის” ექიმ­მა ლალი ტუ­რძლა­ძემ. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დით რუს­თა­ვი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში. მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის გამო ექი­მე­ბი გარ­თუ­ლე­ბებს ელოდ­ნენ. არას­რულ­წლო­ვა­ნი 11 წლის იყო, მე­ექ­ვსე კლას­ში, როცა და­ორ­სულ­და. არას­რულ­წლო­ვა­ნია ბავ­შვის მა­მაც. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე.

ნახვა »

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

 ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ძალებისა და მათი მარიონეტების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს. ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“. …

ნახვა »

რუსულმა ძალებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონზე საჰაერო იერიში მიიტანეს

უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მხრიდან მიტანილი იერიშის შესახებ ცნობები დაადასტურა. აფეთქებებმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა. როგორც ცნობილია,  რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაუშვა. …

ნახვა »

„ავატარის“ მეორე ნაწილის ახალი თრეილერი გამოქვეყნდა

 რეჟისორ ჯეიმს კამერონის ცნობილი ფილმის – „ავატარის“ მეორე ნაწილის ახალი თრეილერი გამოქვეყნდა. სურათი სახელწოდებით „ავატარი: წყლის გზა“ ეკრანებზე 16 დეკემბერს გამოვა.  ცნობისთვის, ფილმის სიუჟეტი პირველი სურათის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება. მთავარი გმირები მაყურებლებისთვის პირველი ნაწილიდან ცნობილი ჯარისკაცი დედამიწიდან ჯეიკ სალი და პლანეტა პანდორას ბინადარი ნეიტირი იქნებიან, რომლებიც შვილებს ზრდიან.

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა

  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ. როგორც სომხური მედია იუწყება, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში …

ნახვა »

ბორის ჯონსონის თქმით, საფრანგეთს არ სჯეროდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივის, გერმანია კი, თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა

  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი CNN Portugal-თან ინტერვიუში იხსენებს, რა რეაქცია ჰქონდათ ევროპული ქვეყნების ლიდერებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივაზე.  ბორის ჯონსონის თქმით, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ და დღემდე უდიდეს დახმარებას უწევენ, თუმცა 24 თებერვლამდე ამ თემისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარი იყო. „ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ ამ შესაძლებლობებს,“ …

ნახვა »

მოყვარულმა ფოტოგრაფმა ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირა

მოყვარულმა ფოტოგრაფმა, ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე ფერადი ობობა დააფიქსირა. ობობას სიგრძე 0,75 სმ-ია, ხოლო სიგანე — 0,3 სმ.  ფეხსახსრიანს თავისი მრავალფეროვნების გამო, რომელიც ვარდისფერს, ლურჯს, იისფერს, წითელსა და ნარინჯისფერს მოიცავს, ხშირად “ფარშევანგ ობობადაც” მოიხსენიებენ.  31 წლის ფოტოგრაფმა პავან თავრეკერემ ობობა ბანგალორში (ინდოეთი) დააფიქსირა. პავანის თქმით, ობობას ფოტოებს 20 წუთის განმავლობაში უღებდა. …

ნახვა »

იერუსალიმში მომხდარი აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

 იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ებრაული მედიის  ინფორმაციით, აფეთქებები ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო მოხდა.  როგორც ცნობილია, პირველი აფეთქება იერუსალიმის მთავარ შესასვლელთან ახლოს დაახლოებით დილის 7:00-საათისთვის მოხდა. მეორე აფეთქება კი მალევე, იერუსალიმის კიდევ …

ნახვა »

ბრიტანელი მწერლის დაიანა უინ ჯონსის კლასიკად ქცეული რომანი „ჰოულის მოსიარულე კოშკი” ქართულ ენაზე ითარგმნება

 ცნობილი ბრიტანელი მწერლის დაიანა უინ ჯონსის უკვე კლასიკად ქცეული ფენტეზი რომანი „ჰოულის მოსიარულე კოშკი“ქართულ ენაზე ითარგმნება. როგორც ცნობილია, წიგნს გამომცემლობა მედუზა გამოსცემს, მთარგმნელი კი ქეთევან ყანჩაშვილი გახლავთ. რომანი, სავარაუდოდ, მომავალი წლის თბილისის წიგნის ფესტივალამდე გამოიცემა. შეგახსენებთ, „ჰოულის მოსიარულე კოშკი” მსოფლიოში ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც პირველად 1986 წელს …

ნახვა »

Cavea Cinema-მ ვეფხისტყაოსნის მიხედვით გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ტრეილერი გამოაქვეყნა

  როგროც ცნობილია, 16 ნოემბერს Cavea Cinema-მ ვეფხისტყაოსნის მიხედვით გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი დააანონსა. ცოტა ხნის წინ ანიმაციის ტრეილერიც გამოვიდა. ტრეილერი კავეამ თავის ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდებზე გამოაქვეყნა.  ერთწუთიან ტრეილერში პერსონაჟების საუბარი არ ისმის, თუმცა პოემის სხვადასხვა ეპიზოდია გაცოცხლებული. ანიმაციური ფილმის იდეის ავტორი და რეჟისორი მირზა პაპუნა დავითაიაა.  ცნობისთვის, ვეფხისტყაოსანს კინოთეატრის ეკრანებზე მაყურებელი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია