პოლიტიკა

editor

პაველ ჰერჩინსკი – შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, თვალყურს ვადევნებთ სამართლებრივ პროცესებს, ვიმედოვნებთ, ეს პროცესი მალე დასრულდება

ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს სასამართლო პროცესი მალე დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ყველა პატიმრის უფლებას. „ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია, ჩვენ …

ნახვა »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 13 ქვეყანას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „პირველ „სამიტზე დემოკრატიის“ ჩვენს ვალდებულებაზე დაყრდნობით, ვიწყებთ ინიციატივას #WithoutJustCause პოლიტპატიმრების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობებს მთელს მსოფლიოში, გაათავისუფლონ ისინი, ვინც დაპატიმრებულია მათი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულ „პოლიტპატიმრების“ ჩამონათვალში მოხვდნენ რანია ალ-აბასი (სირია), ეკპარ ასათი …

ნახვა »

8 თვეში, საქართველოში, რუსეთის 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა შეიძინა, საიდანაც 13 ათასზე მეტი საცხოვრებელი ბინაა

2022 წლის 1-ელი იანვრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე, რუსეთის ფედერაციის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, საიდანაც 13 262 საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ შესაბამის საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში, საქართველოში 13 850 მიწის ნაკვეთზე რუსეთის ფედერაციის 10 975 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. გარდა …

ნახვა »

სტოლტენბერგი: უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია, უნდა მივაწოდოთ მოსაგებად საჭირო იარაღი

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია, ამიტომ “მნიშვნელოვანია ქვეყანას უნდა მიეწოდოს ის იარაღი, რომელიც გამარჯვებისთვის სჭირდება”. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში ისაუბრა. “ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება“, – თქვა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა …

ნახვა »

მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონად აღიარებული 6 წლის ნიგერიელი მოდელი მოდის სამყაროს იპყრობს

გოგონა მსოფლიოს ულამაზეს ბავშვებს შორის ჯერ კიდევ შარშან დაასახელეს. ახლა კი მას ჩვეულებრივი პროფესიონალი მოდელივით აქვს საქმე და ფოტოსესიები. გოგონას, რომლის სახელია ჯარე, მოფე ბამაივამ გადაუღო ფოტოები და შარშან ინსტაგრამზე განათავსა წარწერით: “დიახ, ის ადამიანია! მაგრამ ასევე ანგელოზიც არის!” მას მერე, რაც ამ ულამაზესი “თოჯინის” ვინაობით მთელი მსოფლიო დაინტერესდა, ფოტოგრაფმა …

ნახვა »

მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. როგორც მთავრობის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის …

ნახვა »

გარდაიცვალა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა პროდიუსერმა დაუდასტურა. ვახტანგ კიკაბიძე 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში უცხო ენათა ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ფილარმონიის არტისტი. მღეროდა ანსამბლებში: „დიელო“, „რერო“. 1967 წლიდან იყო ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერას“ სოლისტი. შესრულებული …

ნახვა »

ფიფა-მ არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ საქმე აღძრა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დისციპლინარული საქმე აღძრა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის წინააღმდეგ, ნაკრების ფეხბურთელთა საქციელის გამო, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. ფინალში არგენტინამ პენალტების სერიაში მოუგო საფრანგეთს. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის პრიზის მიღების შემდეგ არგენტინელთა მეკარემ, ემილიანო მარტინესმა უხამსი ჟესტის დემონსტრირება მოახდინა, რითიც შოკში ჩააგდო გულშემატკივრები და ორგანიზატორები. მატჩის შემდეგ, გასახდელში იმავე …

ნახვა »

დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია. კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის – 14 ბავშვი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ნახვა »

მედიკამენტებზე დღეიდან რეფერენტული ფასები განისაზღვრება

მედიკამენტებზე დღეიდან რეფერენტული ფასები განისაზღვრება. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს. მინისტრის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია