პოლიტიკა

editor

ირაკლი ღარიბაშვილი – ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, მოხდება უმკაცრესი რეაგირება

ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი …

ნახვა »

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა. ექიმის თქმით, 13 წლის გოგონა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „მოყვანილი იქნა ორი ბავშვი 13 წლის, მოხდა პირველი პაციენტის სტაბილიზაცია მართვის სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილი იქნა პედიატრიულ კლინიკაში. რაც შეეხება …

ნახვა »

ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, მძიმეა

ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან.  „ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნეს კლინიკაში. ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ორ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს რეზოლუციაზე – ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა, საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს. „ასე გამოიყურება გლობალური სოლიდარობა. საქართველო ამ სოლიდარობის ნაწილია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის …

ნახვა »

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და …

ნახვა »

ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს

    ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აძლიერებს.    „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსული რაკეტები ეცემა სათამაშო მოედნებსა და ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ სამსახურში დადიან, რუსეთის ფედერაციის 200-მდე მოქალაქე ყოველდღიურად ჩეხეთში ჩადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით“ , – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპოვსკიმ და დასძინა: …

ნახვა »

ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩემპიონთა ლიგაზე“ მეორე გოლი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, სახლში „აიაქსს“დაუპირისპირდა. ნეაპოლის კლუბის ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეტოქის კარი კი 62-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული პენალტით აიღო. მის ანგარიშზე ასევე საგოლე პასია. ამ წუთისთვის „ნაპოლი“ ანგარიშით 3-1 იგებს.

ნახვა »

ოლივერ ვაჰეი – ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

  გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვაჰეის განცხადებით,ევროკომისიამ ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.   „ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, ევროპულმა საბჭომ ბოსნია და ჰერცეგოვინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ გაგებით, რომ რამდენიმე ნაბიჯი იქნება გადადგმული”, – აღნიშნა ვარჰეიმ.  მისივე თქმით,ვროკავშირმა ბოსნია და ჰერცეგოვინას რვა პრიორიტეტი ჩამოუთვალა, რომელიც ქვეყანამ …

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტის,ვლადიმერ პუტინის თქმით,რუსეთი მზად არის ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს

  როგორც ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე განაცხადა, რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს, მათ შორის ამ შემოდგომასა და ზამთარში.როგორც მან აღნიშნა,ამის გაკეთება შესაძლებელია ჩრდილოეთ ნაკადის გადარჩენილი ხაზით. „მისი სიმძლავრე წელიწადში 27.5 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც ევროპაში მთელი იმპორტის დაახლოებით რვა პროცენტია.რუსეთი მზად არის ამ მიწოდების დასაწყებად. ბურთი, …

ნახვა »

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის დასკვნითი საღამო და ლაურეატთა კონცერტი გაიმართა

  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის დასკვნითი საღამო და ლაურეატთა კონცერტი გაიმართა.   კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 16 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ხორვატიის, კორეის რესპუბლიკის, იაპონიის, ჰონგ-კონგის, ბოლივიის, ჩინეთის წარმომადგენლები.კულტურის სამინისტრომ ნახევარფინალში სოლო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია