პოლიტიკა

editor

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით ორი მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ისაუბრა

  როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა,უკრაინის დასახმარებლად, უახლოეს დღეებში ორი მილიარდი ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარება გამოიყოფა.მოცემულ საკითხზე შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში იქნა მიღწეული.   „ომის დაწყებიდან ჩვენ უკრაინას 19 მილიარდი ევროს დახმარება გავუწიეთ, თუკი არ ჩავთვლით სამხედრო მხარდაჭერას. ამაში შედის კიდევ ორ …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

 როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფისის პრესრელიზშია აღნიშნული, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, მათ ყურადღება ორმხრივი კავშირების გაუმჯობესების საკითხსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს.  როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა მზადაა, უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში საკუთარი როლი შეასრულოს.

ნახვა »

ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი ჯენკინსს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს ოცდაათწლიანი მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა …

ნახვა »

თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს

პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. ზაზა თავაძეს თქმით, ის …

ნახვა »

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, დასავლური სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკების პირველი შედეგები სახეზეა

  დასავლური სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით დაწყებულმა მოლაპარაკებებმა შესაძლოა, სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი ომი  თავიდან აგვარიდოს.  როგორც ვიცით,სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, უმაღლესი დონის მოლაპარაკებების  დასავლური ეპოქა,  გარეოს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დაიწყო, რომელიც 3 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა, ხოლო გუშინ,6 ოქტომბერს, პრაღაში გამართული მრავალმხრივი მოლაპარაკებებით მიღებულ იქნა, პირველი ხელშესახები გადაწყვეტილებები.მოლაპარაკებებში …

ნახვა »

გახარიას პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია – ბრალდება, რომ „ოცნებიდან“ 20 ათასი დოლარი ავიღე, ისეთივეა, როგორიც ის, რომ გიორგი გახარია არის „კოკაინშიკი“

თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი, პარტიიდან გარიცხული დავით ფარცვანია მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოსყიდვის შესახებ პარტიის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ფარცვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია საკუთარი სურვილით დატოვა. „პარტია მე თვითონვე დავტოვე, გუშინ ამის თაობაზე ფრაქციის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი. ასევე, დღეს განცხადებაც კი …

ნახვა »

სუს: სოფელ დვანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს. სუს-ის ცნობით, ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. უსაფრთხოების …

ნახვა »

საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ გაიხსნა

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემოსავლების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით საბაჟო-გამშვები პუნქტების მშენებლობა/რეკონსტრუქციასა და აღჭურვას განაგრძობს. საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა ახალი საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“. უწყების ცნობით, „ნინოწმინდის“ საავტომობილო საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს, ადგილზე მომუშავე მებაჟე ოფიცრებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან …

ნახვა »

უკრაინული მედია-ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით,უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი

  უკრაინული მედიის ინფორმაციის მიხედვით,ევროპარლამენტის პრეზიდენტი,რობერტა მეცოლა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს,უკრაინას ტანკები მიაწოდონ.  “უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი და მას სჭირდება ტანკები. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მიაწოდონ ისინი, რადგან რუსეთი თავისი შეჭრის ესკალაციას ახორცილებს და უფრო თავზე ხელაღებული ხდება. ჩვენ პროპორციულად უნდა ვუპასუხოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში”, – ამის შესახებ  რობერტა …

ნახვა »

უკრაინული მედია-ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

 ზაპოროჟიეს წინააღმდეგ 6 ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეულ საცხოვრებელ სახლებში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.როგორც ცნობილია, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.ასევე ცნობილია,რომ მაშველებმა ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.  ცნობისთვის,სამაშველო სამუშაოების პროცესში დღეს დილიდან  45 მაშველი აქტიურადაა ჩართული.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია