პოლიტიკა

editor

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, გიგაშვილი გადადგა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიგაშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ მერიაში გააკეთა. გიგაშვილის თქმით, ის გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას მისი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ დააკავეს და მიზანშეწონილად მიაჩნია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.  გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, …

ნახვა »

მარია რამინეს კაბალიერო, რომელიც პიქსარის ანიმაციაში ბებია კოკოს შთაგონების წყაროდ ითვლებოდა, გარდაიცვალა

მარია რამინეს კაბალიერო, რომელიც პიქსარის ანიმაციაში Mama Coco ბებია კოკოს შთაგონების წყაროდ ითვლებოდა, 109 წლის ასაკში გარდაიცვალა.    მარიას ადგილობრივები კოკოს ეძახდნენ, მაგრამ Pixar-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ქალი ამ პერსონაჟის შთაგონების წყარო იყო. ამის მიუხედავად, ადგილობრივების მტკიცებით, მარიასა და პერსონაჟ კოკოს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. Mama Coco-შემქმნელი გუნდის განცხადებით კი, ანიმაცია “იმ …

ნახვა »

Netflix-მა ახალი „ტელეღიპუცების“ თრეილერი გამოაქვეყნა

„ტელეღიპუცების“ თრეილერი Netflix Jr-ის Youtube-არხზე გამოქვეყნდა. ცნობილია, რომ ახალი „ტელეღიპუცების“ პრემიერა 14 ნოემბერს შედგება.

ნახვა »

2022 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი შრი-ლანკელი მწერალი შეჰან კარუნატილაკა გახდა

 CNN-ის ინფორმაციით,  ბუკერის პრემიის ლაურეატი შრი-ლანკელი მწერალი შეჰან კარუნატილაკა გახდა.   როგორც ცნობილია, პრესტიჟული ჯილდო მას რომანისთვის „მაალი ალმეიდის შვიდი მთვარე“ გადაეცა. წიგნი გარდაცვლილ სამხედრო ფოტოგრაფზეა, რომელსაც სიკვდილის შემდეგ თავისი საყვარელი ადამიანები მის მიერ გადაღებულ და დამალულ ფოტოებთან მიჰყავს, რომლებიც სამოქალაქო ომის სისასტიკეს ასახავენ.  შეგახსენებთ, ბუკერის პრემია ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში, …

ნახვა »

ბრენდან ფრეიზერი მზად არის „მუმიაში“ რიკ ოკონელის როლს დაუბრუნდეს

  ყველასათვის საყვარელი მსახიობი  ბრენდან ფრეიზერი მზად არის ლეგენდარულ „მუმიაში“ რიკ ოკონელის როლს დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  Variety ავრცელებს.  როგორც ცნობილია, ამის წინაპირობად ფრეიზერი სწორ სცენარსა და კონცეფციებს ასახელებს. „არ ვიცი ეს როგორ გამოვა, მაგრამ მზად ვიქნები ამისთვის, თუ ვინმე სწორ კონცეფციას შემოგვთავაზებს“, – აღნიშნა მსახიობმა.  შეგახსენებთ, „მუმიას“ პირველი ნაწილი …

ნახვა »

ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს

 როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო  უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ მან ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა. “ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ – შევასრულოთ ის, რასაც ალიანსის წევრები დაჰპირდნენ, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს [უკრაინას] დრონების …

ნახვა »

ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

 ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.  შესაბამის რეზოლუციას მხარი 547-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 49 წინაღმდეგ წავიდა, ხოლო 43-მა თავი შეიკავა.  რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის ინტეგრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამან 2023 წლიდან უნდა …

ნახვა »

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პიროვნება დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს, – ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.   დაკავებულთა შორის არიან თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, „გრინსერვის პლუსის“ ორი თანამშრომელი, „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომელი, „მშენექსპერტის“ დირექტორი და ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ნახვა »

უკრაინული მედია – უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს. „რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – აღნიშნულია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ნახვა »

უკრაინული მედია – ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას და რუსეთის რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს. დოკუმენტს მხარი 88-მა ესტონელმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია