პოლიტიკა

editor

ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა

ფეხბურთის სტატისტიკის და ანალიტიკის ვებგვერდის, SofaScore-ის შეფასებით, ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგს ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. ერთა ლიგაზე ჩატარებული 4 ტურის შემდეგ, საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით ხვიჩა კვარაცხელიას 10-ბალიან სისტემაში 8,20 ქულა დაუგროვდა. გიბრალტართან და გასვლაზე ბულგარეთთან 8,5 ქულა დაიმსახურა, ბულგარეთთან სახლში – 8,2 ქულა. 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ყველაზე დაბალი შეფასება, …

ნახვა »

პროკურატურა სასამართლო პროცესის “ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა პროცესის “ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. „ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც საზღვრის კვეთას ეხება, დღეს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. გასულ სხდომაზე იყო მსჯელობა გასვლით სხდომასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ხერხდება ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა. ბრალდების …

ნახვა »

არასრულწლოვანი გოგონას ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა. …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – მსოფლიოს ნამდვილად სურს, უკრაინელებისგან ისწავლოს, როგორ იბრძოლონ და როგორ გაიმარჯვონ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო და დანია აგვისტოში, კოპენჰაგენში სპეციალურ დონორ კონფერენციას გამართავენ, რომელშიც მონაწილეობას სავარაუდოდ, 14 სახელმწიფო მიიღებს და უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერა შესაძლოა, მუდმივი გახდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მთავარი თემები კი, თავდაცვითი მხარდაჭერა და ივნისში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ …

ნახვა »

რუმინეთის პრეზიდენტი კიევში იმყოფება

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევში ჩავიდა. შესაბამის ვიდეოს ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს. უკრაინაში ასევე იმყოფებიან საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები. კიევში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის პრეზიდენტი კონსტანცაში ემანუელ მაკრონს შეხვდა. როგორც ორმხრივი პრესკონფერენციის დროს კლაუს იოჰანისმა განაცხადა, უკრაინისთვის, მოლოდვისა და საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ …

ნახვა »

ეროვნული ბანკის პასუხი არახამიას – გამორიცხულია!

საქართველოს ეროვნულ ბანკში დავით არახამიას ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ გამორიცხულია სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. სებ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს …

ნახვა »

Reuters: სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ, ამბობენ უკრაინელი კანონმდებლები

სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ – ამის შესახებ განაცხადა ოთხშაბათს უკრაინული კანონმდებლების ჯგუფმა და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მიიღონ ზომები ამ ბრალდებებთან დაკავშირებით. ვაშინგტონში საუბრისას, უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ს კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ხაზინაში ამ საკითხის …

ნახვა »

ჯუანშერ ბურჭულაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის …

ნახვა »

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 889%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილების მოცულობამ მაისში ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $500 მლნ-იან ზარს გადააჭარბა. გზავნილების 62% – $314 მლნ რუსეთიდან განხორციელდა. საქსტატის ცნობით, რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხის მოცულობამ მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 889%-ით გაიზარდა. 2013-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 3-ჯერ 56%-დან 18%-მდე შემცირდა. კლების ტენდენცია 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა …

ნახვა »

სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს

პირველად ქვეყნის ისტორიაში –  სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში კონცერტს გამართავს. 29 ივნისს კი, როდესაც რომის პაპი საზეიმო მესას აღავლენს, მისი დასრულების შემდეგ, ილია მეორეს “ავე მარია” და სავარაუდოდ “შენ ხარ ვენახი” შესრულდება. ”დიდი პატივი და სიხარული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია