პოლიტიკა

კულტურა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა

  ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა. გამოვლინდა ლაურეატები ხალხური მუსიკისა და გალობის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. მომავალი კვირიდან ლაურეატების დაჯილდოება დაიწყება და დასკვნითი კონცერტები გაიმართება. პირველი საღამო თუმანიშვილის თეატრში 6 დეკემბერს 19 საათზეა დაგეგმილი. ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე საზოგადოებას ეროვნული ფესტივალის ზეპირსიტყვიერების …

ნახვა »

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

 4 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019 წ.) თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში“, წელს სწორედ აგნიეშკა ჰოლანდი იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე …

ნახვა »

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის – „ბედის ციფერბლატის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის – „ბედის ციფერბლატის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, ლეგენდარული არქეოლოგის როლს კვლავ ჰარისონ ფორდი დაუბრუნდა. მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი, ჯონ რის-დევისი, შონეტ რენი ვილსონი და მადს მიკელსენი ითამაშებენ. სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია. ფილმი ეკრანებზე 2023 წლის 30 ივნისს გამოვა.  

ნახვა »

მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

 თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.  ნუგზარ შარია არაერთი კინოროლით იყო ცნობილი, მათ შორის: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“.  1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკური …

ნახვა »

Balenciaga-ს ახალი კამპანიის გამო, 2022 წლის BoF VOICES-ზე დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა

Balenciaga-ს სადღესასწაულო კამპანიამ, რომლის გამოც ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს, საზოგადოებისგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დემნას Global VOICES-ის ჯილდო აღარ გადაეცემა. 2022 წლის BoF VOICES-ზე დემნასთვის მოდისა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენის გამო ჯილდო უნდა გადაეცათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოცემამ ახალი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ დემნა ჯილდოს ვეღარ …

ნახვა »

Netflix-მა პოპულარული სერიალის, Emily in Paris-ის, მე-3 სეზონის ახალი, სრული ტრეილერი გაავრცელა

 Netflix-მა პოპულარული სერიალის, Emily in Paris-ის, მე-3 სეზონის ახალი, სრული ტრეილერი გაავრცელა. როგორც ჩანს, პარიზი, მოდა და სასიყვარულო სამკუთხედი ისევ ემილის ცხოვრების ნაწილია. ტრეილერი გვიჩვენებს, რომ  ემილის ამ ეტაპზე გაცილებით  რთული არჩევანის გაკეთება უწევს პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში. სეზონის მთავარი თემა ერთ პატარა კითხვაში ჩანს, რომელსაც ემილი ფრანგული ენის კლასში …

ნახვა »

ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება

ლეგენდარული ტილდა სუინტონი ახალი ფილმით გვიბრუნდება. მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ბრიტანელი რეჟისორის, ჯოანა ჰოგის, ახალ გოთიკურ ფილმში მარადიული შვილი (The Eternal Daughter). აღსანიშნავია, რომ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი მარტინ სკორსეზეა, კინოსურათის პრემიერა კი უკვე შედგა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც მან დიდი მოწონება დაიმსახურა. ცნობისთვის, მარადიული შვილი ხელოვანსა და მის ხანდაზმულ დედაზე მოგვითხრობს, რომლებიც თავიანთ ყოფილ …

ნახვა »

ავარიის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სიღნაღის თაღი დაზიანდა

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სიღნაღის თაღი დაზიანდა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია. “ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი …

ნახვა »

ამერიკელი მსახიობი კლარენს გილიარდი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კლარენს გილიარდი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ნევადის უნივერსიტეტმა გაავრცელა, სადაც ის ხელოვნების კოლეჯში ასოცირებული პროფესორი იყო. მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.  შეგახსენებთ, ყველაზე ცნობილი როლები გილიარდმა  შეასრულა ფილმებში „საუკეთესო მსროლელი“ „კერკეტი კეკელი“, „ვოქერი, ტეხასელი რეინჯერი“.

ნახვა »

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა, Metallica-მ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა და ალბომი დააანონსა

ლეგენდარულმა ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Metallica-მ ახალ სიმღერაზე “Lux Æterna” გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვა. ამის შესახებ NME წერს. როგორც ცნობილია, ჯგუფმა ახალი ალბომიც დააანონსა. ჩანაწერი სახელწოდებით “72 Seasons” 2023 წლის 14 აპრილს გამოვა. ამასთან, ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მასშტაბურ ტურს გამართავენ.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია