პოლიტიკა

მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს და აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალები მეტად მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ,- ამის შესახებ სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა. „ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, …

ნახვა »

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

ნახვა »

დავით ზალკალიანისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ხანმოკლე შეხვედრა ელჩსა და პრეზიდენტს შორის. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში. ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი …

ნახვა »

რუსი ოკუპანტების აგრესიას უკრაინაში 338 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 338 ბავშვი დაიღუპა და 610 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან შემთხვევების დადასტურება აქტიური საომარი მოქმედებების რაიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთულია. ბავშვების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა დონეცკში ფიქსირდება, რომელსაც ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს – შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ

პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ. მსურს მჯეროდეს, შეგვიძლია გვქონდეს მთავრობის იმედი, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, …

ნახვა »

ბრიტანეთი რუსეთს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

უკრაინაში ხელახლა შეჭრისა და არაპროვოცირებული ომის დაწყების გამო, ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. ახალი აკრძალვები მოიცავს ექსპორტის აკრძალვას მთელი რიგი საქონლისა და ტექნოლოგიების, თვითმფრინავის საწვავის ექსპორტზე და რუსეთში ბრიტანული ფუნტის, ან ევროს ექსპორტზე, ან გამოყენებაზე. აკრძალული პროდუქტების სიაში შედის საქონელი, პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც …

ნახვა »

ხერსონში კოლაბორანტის ავტომობილი ააფეთქეს

ხერსონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილობრივი კოლაბორაციონისტის მანქანა ააფეთქეს. ადგილობრივების თქმით, საუბარია დმიტრი სავლუჩენკოსზე. ის ადგილზე გარდაიცვალა. სავლუჩენკო ქალაქში მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა ანტიუკრაინულ საქმიანობას.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავლუჩენკო „ნოვაია რუსის” წევრი და აკრძალული პოლიტიკური ძალის „შარიათის პარტიის“ წარმომადგენელი იყო მომხდარის ორი ვერსია არსებობს: უკრაინის სპეცსამსახურების მუშაობა და ოკუპანტების კრიმინალური დაპირისპირება. …

ნახვა »

ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. „ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ნახვა »

რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის საბჭომ?

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, მზადაა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.  

ნახვა »

შარლ მიშელი – ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია