კიევზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. დღეს კიევში 06:23 საათზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კიევს კამიკაძე დრონებით შეუტიეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მტერი უკრაინელების გატეხვას ვერ შეძლებს. „მთელი ღამისა და …
Read More »ვიტალი კლიჩკო – კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი
როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, დილით კიევზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი. მისივე ცნობით, მაშველებმა 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. „კამიკაძე დრონების შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა საცხოვრებელ სახლში შევჩენკოს რაიონში. ამ ეტაპზე გადარჩენილია 18 ადამიანი. წინასწარი ცნობით, ორი ადამიანი ნანგრევებში რჩება. მაშველები მუშაობას აგრძელებენ“, – აღნიშნავს ვიტალი კლიჩკო. …
Read More »დიმიტრი ჟივიცკი – რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
სუმის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის შედეგად ადამიანები დაშავდნენ. “რომენსკის რაიონი. სარაკეტო თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. არიან დაშავებულები. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – წერს დიმიტრი ჟივიცკი „ტელეგრამზე“.
Read More »ვალენტინ რეზნიჩენკო – რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს
დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსული ძალების იერიშის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. „გათენებამდე, „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის სამხედროებმა სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ორი – კრივოი როგის რაიონის თავზე, ერთი – ნიკოპოლის რაიონის თავზე“, – აცხადებს რეზნიჩენკო.
Read More »ებოლავირუსის გამო, უგანდის ორ დასახლებაში ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა
აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდის ორ დასახლებაში (Mubende; Kassanda), ებოლას ვირუსის გამო, ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა და კომენდანტის საათი ამოქმედდა, – ამის შესახებ BBC წერს. დასახლებებში უკვე დაიხურა ბარები, ღამის კლუბები, სალოცავები და გასართობი ადგილები. ე.წ. ლოქდაუნი სამი კვირის ვადით გამოაცხადეს. ებოლას ეპიდემიის აფეთქებას ქვეყანაში უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. სულ 58 ადამიანი დაავადდა. როგორც BBC წერს, შესაძლოა, …
Read More »უკრაინული მედია – კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა იყო
როგორც უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით აცხადებს, რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს.ცნობილია, რომ აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა. …
Read More »უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო – პორტები მარცვლეულით დატვირთულმა ოთხმა გემმა დატოვა
ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის პორტები 140 000 ტონა მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ოთხმა გემმა დატოვა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გემებმა ოდესისა და პივდენიის პორტები დატოვეს და აფრიკის, აზიისა და ევროპისკენ მიემართებიან. უწყების ცნობით, ივლისში შეთანხმების შემდეგ, 1,1 მილიონი ტონა მარცვლეული აფრიკაში გაიგზავნა.
Read More »ირანში, ევინის ციხეში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ირანში, ევინის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 პატიმარი დაიღუპა და 61 დაშავდა,- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. როგორც ცნობილის, ციხეში ხანძარი ირანში რამდენიმე კვირიან ანტისამთავრობო პროტესტს მოჰყვა. საპროტესტო აქციებში ასობით მონაწილე სწორედ ევინის ციხეში გადაიყვანეს. უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული ვითარება აქციებს, უცნობია. საპროტესტო აქციები ირანში მას …
Read More »BBC: რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს. უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის …
Read More »უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა დონეცკში 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, ასევე განახორციელეს საცეცხლე შეტევები. თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ქალაქები : ავდიივკა, კრასნოგოროვკა, ბახმუტი, ტორეცკი, დაბა ოჩერეტინო, სოფლები – დრუჟბა, კარლოვკა, ლასტოჩკინო, მაქსიმილიანოვკა, სოლოვიევო და ხრომოვო. რუსულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიები „გრადებითა“ და არტილერიით დაბომბეს. განადგურდა და დაზიანდა 30 სამოქალაქო ობიექტი, მათგან …
Read More »