პოლიტიკა

მსოფლიო

„წითელი ჯვარი“ უკრაინაში მუშაობას დროებით აჩერებს

 „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ პრესსპიკერის განცხადებით,უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე,“წითელი ჯვარი“ უკრაინაში ოპერაციებს აჩერებს მანამ, სანამ  მისიის  განახლება უსაფრთხო  არ გახდება.    ცნობისთვის,დღეს დედაქალაქ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების სერია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმების შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 60 კი – დაშავდა.

ნახვა »

BBC-ის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში კიევის ცენტრის დაბომბვის დროს. ვიდეო

ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტი ჰუგო ბეჩაგა კიევიდან პირდაპირ ეთერში ახალი ამბებით ერთვებოდა, როდესაც უკრაინის დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ, რაც გადამღებმა ჯგუფმა თავშირსაფარს შეაფარა თავი, BBC-მ ჰუგოსთან კონტაქტი აღადგინდა.  

ნახვა »

კრისტინ ლამბრეხტი – გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

  როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი,კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს,გერმანია „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის.  „განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – აცხადებს ლამბრეხტი.

ნახვა »

რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა

  უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. „დილის 11 საათის მონაცემებით, დაზიანდა 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი რვა რეგიონსა და ქალაქ კიევში,” – აცხადებს შმიგალი.

ნახვა »

პუტინი: ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო. “ეჭვგარეშეა, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით დაგეგმილი და განხორციელებული თავდასხმა იყო”, – თქვა პუტინმა. 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.  …

ნახვა »

კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა

წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი როსტისლავ სმირნოვი. აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში.

ნახვა »

უკრაინული მედია- ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლება გათავისუფლებულია

 მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის რეგინში 7 დასახლება გაათავისუფლეს.როგორც ცნობილია,გათავისუფლებულია ნოვოლუბოვკა, ნევსკოე, გრეკოვკა, ასევე სვატოვსკის რაიონის კოლომიჩის სოფლის თემის სოფლები: ნოვოეგოროვკა, ნადეჟდა, ანდრეევკა, სტელმახოვკა.ამის შესახებ უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის მიერ „ტელეგრამ“ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს.  

ნახვა »

ოლენა ზელენსკა-მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს ააშკარავებს

ოლენა ზელენსკა

   ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად,დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი,რასაც მსხვერპლი მოჰყვა.შემთხვევას უკრაინის პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა,-„რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა ასევე კერძო სახლებიც. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, დაშავდა 50, მათ შორის ბავშვები”, – წერს ოლენა ზელენსკა.    მისივე თქმით,მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს …

ნახვა »

ჯოზეფ ბორელი-რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურიდან და სადგურზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს

  როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა,ევროკავშირი არ აღიარებს  დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას,სწორედ ამიტომ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ განკარგულება უკანონო და იურიდიულად ბათილია.როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა მთლიანად უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები თუ ტექნიკა და სადგურზე კონტროლი გადასცეს უკრაინას. …

ნახვა »

მიხაილო პოდოლიაკი-ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს!

   უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს.    „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი   უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, – აღნიშნავს პოდოლიაკი.  ცნობისთვის,დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია