პოლიტიკა

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ სამიტი ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს

  როგორც მედია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. სამიტი ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს.   როგორც ცნობილია,შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და „დიდი შვიდეულის“ სხვა ლიდერებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება.  

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი 13 ოქტომბერს, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,ვლადიმერ პუტინი 13 ოქტომბერს, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.  „შეხვედრა მზადდება, მაგრამ ის არა ხვალ, არამედ ზეგ გაიმართება. თემა ნათელია – რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაც და ორმხრივი ურთიერთობებიც, რომელიც ძალიან, ძალიან მრავალმხრივია და, ზოგადად, აზრთა გაცვლა მიმდინარე საკითხებზე“, – განაცხადა პესკოვმა.

ნახვა »

მაქსიმ კოზიცკი – რუსულმა ძალებმა ლვოვში ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს

    საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა ლვოვის ოლქს დაარტყეს.როგორც ცნობილია, თავდასხვმის შედეგად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.    “წინასწარი ინფორმაციით, ლვოვის ოლქის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმა განხორციელდა. დარჩით თავშესაფრებში! ნუ გაავრცელებთ ფოტოებს, ვიდეოებს და არასწორ ინფორმაციას”, – აღნიშნავს მაქსიმ კოზიცკი.

ნახვა »

უკრაინელებმა ხარკივის ოლქში ვაგნერის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკივის ოლქში ვაგნერის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა. დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა. მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილ 4 დივერსანტს შორის არის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეთაურიც, რომელიც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. 20 ივლისს, უკრაინის 58-ე ცალკეულმა მოტორიზებულმა ქვეითმა ბრიგადამ ვაგნერის …

ნახვა »

ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას დანაშაული და ბარბაროსობა უწოდეს

ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას დანაშაული და ბარბაროსობა უწოდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა სასწრაფო სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან. ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მაკრონმა დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება რიგითი მოქალაქეების დაღუპვის გამო. ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე ესაუბრა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მან უკრაინის ლიდერს ბერლინისა და დიდი შვიდეულის წევრი …

ნახვა »

„წითელი ჯვარი“ უკრაინაში მუშაობას დროებით აჩერებს

 „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ პრესსპიკერის განცხადებით,უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე,“წითელი ჯვარი“ უკრაინაში ოპერაციებს აჩერებს მანამ, სანამ  მისიის  განახლება უსაფრთხო  არ გახდება.    ცნობისთვის,დღეს დედაქალაქ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების სერია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმების შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 60 კი – დაშავდა.

ნახვა »

BBC-ის ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში კიევის ცენტრის დაბომბვის დროს. ვიდეო

ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტი ჰუგო ბეჩაგა კიევიდან პირდაპირ ეთერში ახალი ამბებით ერთვებოდა, როდესაც უკრაინის დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მომხდარიდან ერთი საათის შემდეგ, რაც გადამღებმა ჯგუფმა თავშირსაფარს შეაფარა თავი, BBC-მ ჰუგოსთან კონტაქტი აღადგინდა.  

ნახვა »

კრისტინ ლამბრეხტი – გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

  როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი,კრისტინ ლამბრეხტი აცხადებს,გერმანია „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის.  „განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – აცხადებს ლამბრეხტი.

ნახვა »

რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა

  უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით,უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა. „დილის 11 საათის მონაცემებით, დაზიანდა 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი რვა რეგიონსა და ქალაქ კიევში,” – აცხადებს შმიგალი.

ნახვა »

პუტინი: ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ყირიმის ხიდზე აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი იყო. “ეჭვგარეშეა, ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით დაგეგმილი და განხორციელებული თავდასხმა იყო”, – თქვა პუტინმა. 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.  …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია