პოლიტიკა

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და დაცვის მანქანებს შეეჯახა. ზელენსკის თანმხლებმა ექიმებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკრაინის პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა და თქვა, რომ მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. „ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოებას სამართალდამცავები …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“ ავრცელებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან რამდენიმე საკითხს განიხილავს. „კიევში, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყებიდან მესამე ვიზიტი. ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ვაპირებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან განვიხილო ჩვენი ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოება უკრაინის გაწევრიანების გზაზე“, – წერს ურსულა …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ იზიუმში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო სადესანტო ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, იზიუმში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. „სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული. მედიის ცნობით, დაზვერვის სამსახურს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ქვეყნების ან პოლიტიკოსების სია, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ოთხ კონტინენტს მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მსურს, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ხალხმა იცოდეს, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე

ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას, ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ეს არის წყალგამყოფი მომენტი გლობალური პოლიტიკისთვის. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრება. ეს არის დრო ჩვენი დემოკრატიების ინვესტირებისთვის. ეს ეხება …

ნახვა »

თეთრი სახლი – აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია, – ეს განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კიბრიმ გააკეთა. მისი თქმით, ამერიკული მხარე აქტიურადაა ჩართული ძალადობის დასასრულებლად. კიბრი მოუწოდებს ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გზას მიმართონ. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორივე ქვეყნის ლიდერს ესაუბრა და შეშფოთება …

ნახვა »

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს. სომხეთმა განაცხადა, რომ მისი სულ მცირე 49 ჯარისკაცი დაიღუპა, აზერბაიჯანის ინფორმაციით კი, მისი დანაკარგი 50 ჯარისკაცს შეადგენს. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო ცეცხლი …

ნახვა »

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობს

რუსეთის თითქმის 7-თვიანი აგრესიის შემდეგ, უკრაინა გააქტიურებული კონტრშეტევის შედეგად, ტერიტორიებს იბრუნებს. სპეციალური ოპერაციის ძალების, „აზოვ ხარკოვის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს. მათ კონტროლს ექვემდებარება ტერიტორია სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე. რუსი ოკუპანტების უკან დახევისა და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ, ცნობები ვრცელდება დონბასიდანაც. ლუგანსკის ოლქის …

ნახვა »

ჟან-ლიუკ გოდარი გარდაიცვალა

ფრანგი და შვეიცარიელი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი, „ფრანგული ახალი ტალღის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი ჟან-ლიუკ გოდარი 91 წლისა გარდაიცვალა.  

ნახვა »

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის. „ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია