პოლიტიკა

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სხდომას გამართავს

  გაეროში უკრაინის წარმომადგენლის, სერგი კისლიცას ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს, 21 ოქტომბერს, ღია სხდომაზე რუსეთის მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების საკითხს განიხილავს.  “დღეს ირანული დრონების საკითხი, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე იქნება წამოწეული; პარასკევს ეს იქნება სპეციალური ღია სხდომის ნაწილი, რომელიც უშიშროების …

ნახვა »

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს მოიწვევს

 როგორც რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ აცხადებს,  ვლადიმერ პუტინი დღეს უშიშროების საბჭოს მოიწვევს, რათა „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხის განეიტრალება“ განიხილოს.  როგორც ცნობილია, შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.  „დაგეგმილია საკითხების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხის განეიტრალებასთან მიგრაციის სფეროსა და მიგრაციული პროცესების რეგულირების მხრივ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის …

ნახვა »

ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს

 როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო  უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ მან ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა. “ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ – შევასრულოთ ის, რასაც ალიანსის წევრები დაჰპირდნენ, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს [უკრაინას] დრონების …

ნახვა »

ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო

 ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.  შესაბამის რეზოლუციას მხარი 547-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 49 წინაღმდეგ წავიდა, ხოლო 43-მა თავი შეიკავა.  რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის ინტეგრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამან 2023 წლიდან უნდა …

ნახვა »

უკრაინული მედია – უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს. „რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – აღნიშნულია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

ნახვა »

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი ტრანში მიიღო

   როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამზე“ იუწყება, უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი, 2 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში მიიღო.  „უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. დამატებითი ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს გადაუდებელი …

ნახვა »

ვიაჩესლავ გლადკოვი – ბელგოროდში რკინიგზის სადგური დაბომბეს

 როგორც რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა,  ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, ბელგოროდში რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.   „ბელგოროდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიას ჭურვები მოხვდა. დაშავებულია მამაკაცი. მას საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება. დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგის საკონტაქტო ქსელი. მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერებულია“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.

ნახვა »

ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

 როგორც ცნობილია, ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.  როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პენი ვონგი აცხადებს, ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის. მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური კანბერა ისრაელის ერთგულ მეგობრად რჩება და ქვეყნის საელჩო თელ-ავივში მუშაობას ჩვეულ …

ნახვა »

მიკოლაივში რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა

 როგორც მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება, მიკოლაივში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.  მისივე ინფორმაციით, მიკოლაივს S-300 რაკეტები ესროლეს. თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცნობილია, რომ სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ნახვა »

ანდრეი ერმაკი – რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად 108 ქალი გათავისუფლდა

 უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად 108 ქალი გაათავისუფლეს.  „დღეს სამხედრო ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა განხორციელდა. ტყვეობიდან ჩვენ 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო პირველი ტყვეთა გაცვლა, რომელიც მხოლოდ ქალებს შეეხოთ“, – განაცხადა ერმაკმა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია