პოლიტიკა

მსოფლიო

ირანში, ევინის ციხეში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

 ირანში, ევინის ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 პატიმარი დაიღუპა და 61 დაშავდა,- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.   როგორც ცნობილის, ციხეში ხანძარი ირანში რამდენიმე კვირიან ანტისამთავრობო პროტესტს მოჰყვა. საპროტესტო აქციებში ასობით მონაწილე სწორედ ევინის ციხეში გადაიყვანეს. უკავშირდება თუ არა ციხეში არსებული ვითარება აქციებს, უცნობია.  საპროტესტო აქციები ირანში  მას …

ნახვა »

BBC: რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს. უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის …

ნახვა »

უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა დონეცკში 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, ასევე განახორციელეს საცეცხლე შეტევები. თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ქალაქები : ავდიივკა, კრასნოგოროვკა, ბახმუტი, ტორეცკი, დაბა ოჩერეტინო, სოფლები –  დრუჟბა, კარლოვკა, ლასტოჩკინო, მაქსიმილიანოვკა, სოლოვიევო და ხრომოვო.   რუსულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიები „გრადებითა“ და არტილერიით დაბომბეს. განადგურდა და დაზიანდა 30 სამოქალაქო ობიექტი, მათგან …

ნახვა »

აფეთქება თურქეთის მაღაროში – დაიღუპა 40 ადამიანი

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ …

ნახვა »

ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას

  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნატო-ს ბირთვული შეკავების წვრთნებში 14 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.ცნობილია, რომ წვრთნებში მონაწილეობას 14 ქვეყნის 60-მდე სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი მიიღებს.   „ორშაბათიდან (17 ოქტომბერი) ჩრდილო-დასავლეთ ევროპის თავზე ნატოს საჰაერო ძალები ჩაატარებენ ბირთვული შეკავების შესაძლებლობების წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათეულობით თვითმფრინავი. სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, …

ნახვა »

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა

 ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორია თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით  თრაკიას რეგიონია,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.  როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთს უკვე გააჩნია ბუნებრივი აირის ჰაბი, რომელიც რესურსის ქვეყნის შიგნით მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ახალი ჰაბი კი საერთაშორისო მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული.  ცნობისთვის, გაზის ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ …

ნახვა »

ნენსი ფაიზერი – სერბეთი უნდა მოერგოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს

 როგორც  სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაიზერმა სერბეთს მოუწოდა, მოერგოს, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.მინისტრამა ამის შესახებ  ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. „ვიმედოვნებ, რომ სერბეთი ახლა სწრაფად მოქმედებს. ევროკავშირის წევრობისთვის არის კრიტერიუმები და ამის ნაწილია საერთო სავიზო …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში შეხვედრისთვის მიიწვია

  როგორც ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სამიტზე განაცხადა, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს რუსეთში შეხვედრისთვის იწვევს. „სიამოვნებით გიწვევთ როგორც აზერბაიჯანის ლიდერს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს. შეგიძლიათ შეთანხმდეთ თარიღზე, და როგორც მე მესმის, არსებობს ინტერესი რუსეთში შეხვედრასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პუტინმა.

ნახვა »

უკრაინის გენშტაბი – ომის დაწყებიდან დღემდე 64 300-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული

  როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, ომის დაწყებიდან დღემდე 64 300-მდე რუსი ჯარისკაცი ლიკვიდირებულია, მათ შორის 500 ჯარისკაცი – ბოლო 24 საათში.  ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2521 ტანკს, 5172 ჯავშანტექნიკას, 1566 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 268 საბრძოლო თვითმფრინავს და 240 ვერტმფრენს, 3944 ავტომობილსა და საწვავის …

ნახვა »

უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

  როგორც უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს, რუსულმა ძალებმა, დღეს დილით, ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.   „ყურადღება! მტრის სარაკეტო თავდასხმა საოლქო ცენტრზე“, – აცხადებს გუბერნატორი.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია