პოლიტიკა

მსოფლიო

თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ისრაელში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენენ. „მიღებულია გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნაზე, ისრაელის მხრიდან ასევე მოვიდა პოზიტიური პასუხი ამ საკითხზე. მალე ჩვენი კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება …

ნახვა »

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს, 2022 წლის 16 აგვისტოს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ ყველაზე ძლიერი ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა „ენერგოატომზე“. მასზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად „ენერგოატომის“ ვებგვერდის მუშაობა არ შეფერხებულა და მომხარებლისთვის ის …

ნახვა »

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქება მოხდა, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი

ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აფეთქება ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში მოხდა, ქალაქ ჯანკოედან 20 კილომეტრში. როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარი საბრძოლო მასალის საცავში გაჩენილი ხანძრით ახსნა. მოგვიანებით, ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აკსენოვმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიებიდან ორი ათასი ადამიანის …

ნახვა »

ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი ღონისძიებების კოორდინირებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დეოკუპაციას, რეინტეგრაციასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების …

ნახვა »

ერევანში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაღუპულთა შორის ორსული ქალი და ბავშვიცაა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. აფეთქების შემდეგ, საავადმყოფოში 60 ადამიანი გადაიყვანეს, მათი უმეტესობა უკვე გაწერეს, 12 ადამიანი ამ დრომდე მკურნალობს. მესამე დღეა, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაო არ წყდება. სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის საწყობში მოხდა.  

ნახვა »

რუსებმა ხარკოვის ხუთი რაიონი დაბომბეს

ხარკოვში წუხელ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქალაქში შვიდ-რვა აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქის ცხრა რაიონიდან ხუთს დაარტყეს. “ხარკოვის რამდენიმე რაიონი ერთდროულად დაიბომბა – ცხრა რაიონიდან ხუთი. დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო …

ნახვა »

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 21 ნოემბრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 12 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – რუსი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას

რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და …

ნახვა »

ისრაელმა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა

ისრაელმა სირიის პორტ ტარტუში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეს სირიის ტერიტორიაზე არსებული ირანული სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა. ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა ირანის რადარის მომსახურე სადგურსა და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე განხორციელდა. სირიის შეირაღებული ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაში განთავსებული რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა, „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რადიო „თავისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ვარაუდობენ, რომ დაბომბვისას შესაძლოა, დაღუპულიყო კრემლთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინიც, რომელიც „ვაგნერის“ მფლობელად მოიაზრება. როგორც რადიო „თავისუფლება“ იუწყება, აღნიშნული შტაბი 8 აგვისტოს რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ მოინახულა და ამსახველი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია