პოლიტიკა

მსოფლიო

პიტერ დინკლიჯი „შიმშილის თამაშების“ პრიქველში ითამაშებს

პიტერ დინკლიჯი, რომელიც „სამეფო კარის თამაშში“ ტირიონ ლანისტერის როლით არის ცნობილი, „შიმშილის თამაშების“ პრიქველში ითამაშებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა პრეზიდენტი სნოუ იქნება, რომელსაც მეათე შიმშილის თამაშების ერთ-ერთ მონაწილის მენტორად ნიშნავენ. დინკლიჯი კასკა ჰაიბოტომის როლს შესრულებს, რომელიც ელიტური სასწავლო დაწესებულების – კაპიტოლიუმის აკადემიის დეკანია და სნოუზე დიდი გავლენა აქვს. „შიმშილის თამაშები“ ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების ტრილოგიაზეა დაფუძნებული. სერიის პირველი ფილმი ეკრანებზე …

ნახვა »

მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს

მომღერალი მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს მართავს. ამის გამო, ბათუმში მდებარე კლუბ Sector 26 -მა 24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც მეგი გოგიტიძეს უნდა ემღერა, გააუქმა.

ნახვა »

უკრაინის მოტორიზებული ბრიგადის ცნობით, ვაგნერის ჯგუფი სრულად ლიკვიდირებულია

უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ცნობით, ვაგნერის ჯგუფი სრულად ლიკვიდირებულია. “ერთ-ერთ ფრონტზე პოზიციების სტაბილურად და გაბედულად დაკავებისას, კოორდინაციისა და მომზადების შედეგად, ჩვენი ბრიგადის ქვეითი საბრძოლო ნაწილის მიერ ვაგნერის ჯგუფი სრულად ლიკვიდირებულია,” – განაცხადა უკრაინის მოტორიზებულმა ბრიგადამ. სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. …

ნახვა »

ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ჩეხეთისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ მინისტრებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერეს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში კიევის სადგურში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. „ჩამოვედი კიევში. ვმგზავრობ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალექსანდრ შალენბერგთან ერთად. პირველად დიდი ხნის განმავლობაში კვლავ შევხვდი ჩვენს კოლეგებს უკრაინული საელჩოდან. ველოდები მოლაპარაკებებს უკრაინის …

ნახვა »

საბერძნეთში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება, მიმდინარეობს ადგილობრივების ევაკუაცია – ვიდეო

საბერძნეთში, კონკრეტულად კი პენდელში, ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. ამის გამო ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრთხეშია პენდელის ბავშვთა საავადმყოფოც, საიდანაც 36 ბავშვი და მომსახურე პერსონალი უკვე გაიყვანეს. შეგახსენებთ, პენტელის რაიონში მეხანძრეები მეორე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან.

ნახვა »

საბერძნეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გავრცელებული მითითების შესრულებას სთხოვს. „ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები. შეგახსენებთ, …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინი – მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ კიევიდან, მაგრამ უკრაინამ უარი თქვა შეთანხმების შესრულებაზე

უკრაინამ უარი თქვა მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე, კიევს არც ახლა აქვს მათი შესრულების სურვილი – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. „მოლაპარაკებების პირობების შესაქმნელად ჩვენი ჯარები გავიდნენ უკრაინის ცენტრიდან, კიევიდან. კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, …

ნახვა »

ოლექსი რეზნიკოვი – ოკუპანტებისგან ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ, უნდა გავათავისუფლოთ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფელი და ქალაქი

არსებული მდგომარეობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლებისგან უკრაინის ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, წინ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფლისა და ქალაქის დეოკუპაციაა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა. “ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ ათასზე მეტი ქალაქი და სოფელი. უნდა გავათავისუფლოთ კიდევ 2500-ზე მეტი პატარა სოფელი …

ნახვა »

ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია

დღეს დილით, ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ იუწყება. მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 13 წლის ბავშვია. „სამწუხაროდ, ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონის ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი, დაიღუპა. დაშავდა …

ნახვა »

“7 საათიანი დაბომბვის შემდეგ მშვიდობიანად გამოვედით” – “კავკასიის ლეგიონის” ქართველი მებრძოლები

“კავკასიის ლეგიონის” მეთაური ლადო გამსახურდია “ფეისბუქზე” წერს, რომ ქართველი მებრძოლები ურთულესი საბრძოლო დავალებიდან, შვიდსაათიანი დაბომბვის შემდეგ, უდანაკარგოდ გამოვიდნენ. “7 საათიანი დაბომბვების სერიის მერე გამოვედით მშვიდობიანად დავალებიდან. გვბომბავდა როგორც არტილერია, ასევე ჰაერი (ვერტმფრენი). ვიბომბებოდით: კასეტური ჭურვებით, ნაღმმტყორცნებით და ტანკებით. ყველანი ცოცხლები ვართ შეგვემჩნევა მსუბუქი “კანტუზიის” ნიშნები. გავივლით ხვალ მედიკოსებთან პროცედურას” – …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია