პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ქუთაისში, მშობიარემ, რომელმაც უამინდობის გამო კლინიკაში დროულად მისვლა ვერ შეძლო, კლინიკის ეზოში იმშობიარა

ქუთაისში, მშობიარემ, რომელმაც უამინდობის გამო კლინიკაში დროულად მისვლა ვერ შეძლო, კლინიკის ეზოში იმშობიარა. ინფორმაციას ამის შესახებ “კლინიკა ბომონდი” ავრცელებს.  ქალბატონს ვაჟი შეეძინა- დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.  “მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,”-ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

ნახვა »

სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა

სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. უწყების განცხადებით, გამოვლენილია სოციალური ქსელების 613 მომხმარებელი, რომელთა პოსტები შიშსა და პანიკას თესავდნენ საზოგადოებაში. საქმის წარმოება უკვე დაიწყო 293 მათგანის წინააღმდეგ.

ნახვა »

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი – თავი შეიკავა. “რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება …

ნახვა »

თბილისის მერია დედაქალაქში 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს

დღეიდან თბილისის მერია დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში კომფორტულად გადაადგილების მიზნით, ქუჩები ახლებური დიზაინით მოეწყობა. „დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების …

ნახვა »

ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინა და შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო …

ნახვა »

ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი ამჟამად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა. 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან …

ნახვა »

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს მსოფლიოს მთავრობათა სამიტის წარმატებით ჩატარება მიულოცა და ხაზი გაუსვა სამიტში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, …

ნახვა »

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა გარდაცვლილი

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქ. გაზიანთეფში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ.-ს გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი …

ნახვა »

თურქეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, სტიქიის ზონაში ჩავიდა. საგარეო უწყების ცნობით, ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშაობენ. „საქართველოს …

ნახვა »

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა. ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. “შეხვედრაზე საუბარი ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო საქმიანობას შეეხო. ხაზი გაესვა, რომ მთავრობა ზედმიწევნით მუშაობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია