პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და …

ნახვა »

ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს ამზადებს

გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების შესახებ სიუჟეტს ამზადებს. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად გადამღები ჯგუფის ობიექტივში მთიანი აჭარა მოხვდა, სადაც ჟურნალისტმა კანიონინგისა და ზიპლაინის ტურისტული პროდუქტები თავადვე გამოცადა. გადაცემა ,,FOCUS“-თვის მომზადებულ სიუჟეტში ყურადღება ბათუმის, როგორც უსაფრთხო, …

ნახვა »

დავით ბაქრაძე – ტერიტორიული მთლიანობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება ნიუ იორკში ირაკლი ღარიბაშვილისა და დელეგაციის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში

ტერიტორიული მთლიანობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება ნიუ იორკში ირაკლი ღარიბაშვილისა და დელეგაციის შეხვედრების მთავარ დღის წესრიგში, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დელეგაცია უკვე ნიუ იორკშია, პრემიერი დაესწრება გაერო-ს 77-ე სესიას და მსოფლიო ლიდერებს გენერალური დებატების დროს სიტყვით მიმართავს. „ამის პარალელურად, იმართება არაერთი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

სალომე ზურაბიშვილი ვესტმინსტერის სასახლეში, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა. დღესვე ზურაბიშვილი სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მეფე ჩარლზ მესამის სახელით გამართულ მიღებას დაესწრება. ხვალ კი პრეზიდენტი დედოფლის დაკრძალვის …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული …

ნახვა »

აშშ-მა კადიროვს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და მის ოჯახს, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი აქვეყნებს. ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანეს კიდევ 44 ფიზიკური და 32 იურიდიული პირი, მათ შორის, ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, მაქსიმ ორეშკინი.

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილმა EBRD-ის პრეზიდენტთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები განიხილა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე, რომელთა განვითარებაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კერძოდ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს რეგიონული, მაკავშირებლის ფუნქციის გაძლიერება და …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერში“ ავრცელებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან რამდენიმე საკითხს განიხილავს. „კიევში, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყებიდან მესამე ვიზიტი. ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ვაპირებ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დენის შმიგალთან განვიხილო ჩვენი ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოება უკრაინის გაწევრიანების გზაზე“, – წერს ურსულა …

ნახვა »

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა – დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ოჯახში ძალადობაა

იანვარ-ივლისში საქართველოში 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი 10 098 შემთხვევა (გაიხსნა 5353) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 2344 (გაიხსნა 1935) და მუქარის 2098 (გაიხსნა 1826) ფაქტი. ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ …

ნახვა »

ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს 24 ქვეყანაში პოლიტიკოსებზე გავლენის მოსახდენად 2014 წლიდან 300 მილიონი დოლარი დახარჯა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული. მედიის ცნობით, დაზვერვის სამსახურს არ გამოუქვეყნებია კონკრეტული ქვეყნების ან პოლიტიკოსების სია, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები ოთხ კონტინენტს მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია