მინდა შევაფასო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული. როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო. საქართველომ მიიღოს ის რაც დავიმსახურეთ, ესაა დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად მიენიჭა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დამატებით მოტივაცია, რომ …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს – შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ
პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი და ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ. მსურს მჯეროდეს, შეგვიძლია გვქონდეს მთავრობის იმედი, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, …
ნახვა »ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. „ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“. ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ნახვა »შალვა პაპუაშვილი – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა
მადლიერებას გამოვხატავ ევროპული საბჭოს იმ ლიდერების მიმართ, ვინც ეს რეალობად აქცია. ეს ისტორიული მომენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე წერს. „ეს ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია – ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ახალი, შორს მიმავალი ფურცელი გადაიშალა. საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი – ევროპაში“ …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი
ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის – ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, გახდეს ევროკავშირის წევრი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. „ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას“, …
ნახვა »რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის საბჭომ?
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პრიორიტეტების შესრულების შემდეგ, მზადაა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
ნახვა »შარლ მიშელი – ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.
ნახვა »პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა
პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან იოსელიანმა განუცხადა. მოქალაქეების წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე. საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი. პროცესს წინ …
ნახვა »ლატვია და ლიეტუვა საქართველოს გვერდით
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა. მიმართვას გამოეხმაურნენ ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდეტები: ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს …
ნახვა »შარლ მიშელი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის
დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს …
ნახვა »