პოლიტიკა

ოფიციალრი ამბები

ყოველდღიური ოფიციალური დადასტურებული ახალი ამბების დაიჯესტი

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „ფორუმზე დასასწრებად საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაემგზავრა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიაზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია – რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია – ამის შესახებ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.  „ჯგუფს ჩამოვრჩით. მე ვეთანხმები ჩემ წინ ვინც ამ თემაზე გამოდიოდა, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. მე …

ნახვა »

რობერტა მეცოლა – ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას

ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. „უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის …

ნახვა »

კარლ ჰარცელი – თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია

საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოსაზრებას კარლ ჰარცელი ეხმაურება. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, „ფხიზლად ყოფნის მომენტია“. „როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. …

ნახვა »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს

ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „საქართველო იგივე მისწრაფებასა და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განცხადებას გააჩნია სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა უნდა …

ნახვა »

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას უნდა მიეცეს ევროპერსპექტივა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს არის იმის საფუძველზე გაკეთებული, …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა შვედეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველმა კანონმდებელმა ჩვენი ქვეყნის მიერ …

ნახვა »

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9358 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9358 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0524 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0855 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ …

ნახვა »

ჯუანშერ ბურჭულაძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის …

ნახვა »

კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას

ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიამრთა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია