დღეს საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა, ვიქტორია ეწვევა. საქართველოში შვედეთის საელჩოს ცნობით, პრინცესას საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმასპინძლებს. „შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე მისიების გაძლიერება. საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას, ასევე სურს ხაზი გაუსვას …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის …
ნახვა »ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა
ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა. შესაბამისი ცვლილებები „სპორტის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ …
ნახვა »ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოსს წერილით მიმართავს. „თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს …
ნახვა »ეროვნული ბანკი გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გამოშვებას აგრძელებს „საქართველოს მეფეების“ სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე გიორგი ბრწყინვალეს უძღვნის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოქროს მონეტის ფასი 1370 ლარია, ხოლო ვერცხლის – 88 ლარია. 2023 წლის 27 მარტიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების …
ნახვა »ანალენა ბერბოკი – მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი
მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლად ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. ბერბოკმა რეკომენდაციების შესრულების პროცესში ერთობლივ მუშაობას გაუსვა ხაზი. „ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე, შემდგომი პროცესის თვალსაზრისით. არსებობს 12 პრიორიტეტი, რათა …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ჩათვლის ევროპისგან მიტოვებულად. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის …
ნახვა »საქართველოს საბანკო ასოციაცია – საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
საქართველოს საბანკო ასოციაციამ, კრედიტინფო საქართველომ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ერთობლივად უმასპინძლეს ღონისძიებას, სადაც ციფრულ მონაცემთა დერეფნების ინიციატივა წარადგინეს. საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ციფრულ მონაცემთა დერეფნები საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფინანსური ჩართულობა მასპინძელ ქვეყნებში. მათივე ცნობით, საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის გასაადვილებლად, საკრედიტო ბიურომ …
ნახვა »გერმანიის საელჩო – ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე
ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პრეზიდენტმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. მხარეებმა დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებსა და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ნახვა »