პოლიტიკა

პოლიტიკა

საქართველოსა და მსოფლიოს ღოველდღიური პოლიტიკური სიახლეები

ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს – სალომე ზურაშვილი, მოსამართლეების დასანქცირების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ ეს არ უნდა გახდეს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდეს. „ქვეყანა არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად …

ნახვა »

კახა კალაძე – გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი

თბილისის მერი, კახა კალაძე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს, რადგან არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. კალაძეს იმედი აქვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ფაქტები, სხვაგვარად ეს გადაწყვეტილება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება. “გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდება. შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია. სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება მოსამართლეების სანქცირების საკითხზე. კელი დეგნანმა აღნიშნულ თემაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განმარტა, რომ სავიზო სანქციები მოსამართლეებისთვის დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ნებისმიერ ინფორმაციასა …

ნახვა »

ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამმა მოსწავლემ ხელებზე თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამმა მოსწავლემ ხელებზე თვითდაზიანება მიიყენა. ბათუმის რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა დავითაძის ცნობით, მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ. მისი ინფორმაციით ეს ინციდენტი სასწავლო პროცესოს დროს მოხდა. პედაგოგმა შენიშნა გოგონების სისხლიანი ხელები. გოჩა დავითაძემ განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამის უწყებას აცნობეს. “საგაკვეთილო პროცესის დროს პედაგოგმა შენიშნა, რომ მოსწავლეებს ხელებზე ნაკაწრები …

ნახვა »

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში – კალი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირების საქმეზე

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გადაწყვეტილებას მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებაზე გამოეხმაურა, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება განმარტა. „სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებით მათ უგულვებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა …

ნახვა »

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატები მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა. სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ …

ნახვა »

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი. “ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით თუ რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, ის, რომ რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული. 1 …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენმა ფინეთს ნატოს წევრობა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთს ნატოს წევრობა მიულოცა. „ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბ-ბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების დროშებს გვერდით უკვე აღმართეს.

ნახვა »

ევროკავშირმა რუსეთი “დაკარგა” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა Аргументы и факты-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს. „ევროკავშირმა “დაკარგა“ რუსეთი, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად არის. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თავად კავშირის ლიდერები ხომ ღიად აცხადებენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ. ამ მიზეზების გამო, ჩვენ ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად მივიჩნევთ“, …

ნახვა »

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება

დღეს, 3 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 11 საკითხის განხილვაა. კერძოდ: 1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „არაგვი რეზორტი წილკანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი 2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია