საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა. მითი თქმით, საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. „ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი …
ნახვა »IRI- გამოკითხულთა 63 პროცენტი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი მიგაჩნიათ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, გამოკითხულთა 63 პროცენტი ასახელებს ევროკავშირს, 47 პროცენტი – აშშ-ს, 27 პროცენტი – უკრაინას, 18 პროცენტი – თურქეთს, 16 პროცენტი – აზერბაიჯანს. ასევე 12 პროცენტი ასახელებს ბრიტანეთს, 8-8 პროცენტი – რუსეთს, სომხეთსა და ისრაელს, სამი პროცენტი ჩინეთს, ორი …
ნახვა »ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა იმართება. ბრიუსელში მყოფი საქართველოს დელეგაციის წარმომადგებლების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემებია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. მათივე ინფორმაციით, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველო წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას …
ნახვა »IRI-ის კვლევაზე დაყრდნობით, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“
IRI-ის კვლევაზე დაყრდნობით, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% – „ნაციონალურ მოძრაობას“. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს”, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა გიორგი გახარიას …
ნახვა »ჩვენ ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედია მფლობელად მოიხსენიებდნენ – ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდისთვის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა კატეგორიულად მიუღებელია და მსგავს ქმედებაზე ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია. ასევე აღნიშნა, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველასგან სამართლიანობას ითხოვს, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან. „ჩვენ ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც …
ნახვა »ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება – იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. „ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადება პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პრემიერმა შეაჯამა „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგები და აღნიშნა, რომ „ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“. “დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა …
ნახვა »ლევან ხაბეიშვილი ენების არცოდნის გამო თავმჯდომარის პოსტიდან მის შესაძლო გადაყენებაზე ამბობს რომ ანეგდოტია
“ანეკდოტია – შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი „რუსულ ოცნებას“ ტყვეობაში ჰყავს და არ დაგავიწყდეთ ისე, ბიძინა ივანიშვილი ქართულადაც ვერ ლაპარაკობს გამართულად,” – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა, იმის თაობაზე, თითქოს ენების არცოდნის გამო თავმჯდომარის პოსტიდან მისი გადაყენება იგეგმება. ლევან ხაბეიშვილი ასევე აღნიშნაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის …
ნახვა »მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში ხაბეიშვილს გადააყენებს მელია – პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას თამაშობენ – არჩილ თალაკვაძე
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მთელი სიჩქარით მიემართება პოლიტიკურ თავდაღმართში – მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, შემდეგ სერიაში ხაბეიშვილს გადააყენებს მელია – პოლიტიკურ აიწონა-დაიწონას თამაშობენ. მისი აზრით, “ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზულ პოლიტიკასთან კავშირი აღარ აქვს. “ამ პარტიასთან დაკავშირებული სიტუაცია უკვე ანეკდოტურია. ისინი გვემუქრებოდნენ …
ნახვა »იაგო ხვიჩია – თუ დადასტურდება რომ მთელი ოპოზიცია და მედია ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, ეს რეპუტაციულად ყველას დაანგრევს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია BBC-ს მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით აცხადებს – თუ დადასტურდება რომ მთელი ოპოზიცია და მედია ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით ფინანსდებოდა, ეს რეპუტაციულად ყველას დაანგრევს. შეგახსენებთ, რომ საუბარია საერთაშორისო მედიის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითურ სქემაზე, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურანტი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია. ხვჩიას აზრით, …
ნახვა »