გუდაურში პარაპლანი ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი პირი. მაშველებმა ხევშუ ჩავარდნილი მეორე პირის გადარჩენა მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლამდე მამაკაცია. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ნახვა »აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების განხორციელებისთვის ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ინიციატივას მხარი 219-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 210 იყო. აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ არცერთმა წევრმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე გაფორმდეს ის გარანტიები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. წარმომადგენელთა პალატამ ასევე …
ნახვა »თბილისის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით იზრდება
თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის დაწყებამდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტი დამატებით 41 მილიონი ლარით იზრდება. „წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით იზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისში კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული,სოციალური თუ სარეკრეაციო პროექტი განვახორციელოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი …
ნახვა »სუს-ი გოგაშვილზე: საქმე არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე “არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება”. გოგაშვილის დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე სხვა დეტალებს უსაფრთხოების სამსახური არ ავრცელებს. ნინი გოგაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, რომელიც მისი სახლის ჩხრეკის დროს არის გადაღებული, ჩხრეკაზე სასამართლოს განჩინება …
ნახვა »სპეცოპერაცა სუს-ის ექს მაღალჩინოსნის სახლში – სოსო გოგაშვილი დააკავეს
სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ოფიციალური განცხადება მის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ არ გავრცელებულა. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, გოგაშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდს მხილებების სერია დაუანონსა. სოსო გოგაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საიდუმლო სამსახურის შეფი იყო, ამბობს რომ არჩევნების გაყალბების სქემების შესახებ ყველა მტკიცებულება უცხოელებს გადასცა.
ნახვა »რუსეთში „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის დირექტორი – კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ
კარტოფილი „ფრის“ მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის მიწოდებაზე უარს აცხადებენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთში რესტორნების ქსელის, „მაკდონალდსის“ ჩამნაცვლებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ პაროევმა განაცხადა. „მაკდონალდსმა“ რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ფონზე დატოვა. კომპანიამ მაისში ქვეყანაში არსებული ყველა რესტორანი ადგილობრივ მფლობელზე გაყიდა. 12 ივნისს რესტორნებმა მუშაობა …
ნახვა »ევროპამ მარსზე სიცოცხლის მაძიებელი მისიიდან რუსეთი სამუდამოდ გარიცხა
უკვე ოფიციალურად — რუსეთი გაირიცხა ევროპის სიცოცხლის მაძიებელი მარსის როვერის მისიიდან, რომლის გაშვებაც 2020-იანების ბოლოსკენაა დაგეგმილი. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ამ მისიას ExoMars პროგრამის ფარგლებში რუსულ როსკოსმოსთან ერთად გეგმავდა. თავდაპირველი გეგმით, მოხეტიალე სახელად როზალინ ფრანკლინი უნდა გაეშვათ რუსულ რაკეტა “პროტონთან” ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან (ადგილი ყაზახეთში, რომელსაც როსკოსმოსი და რუსული სამხედრო ძალები მართავენ). ასევე დაგეგმილი …
ნახვა »გიგა ბოკერია – თავხედი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება
უსინდისო და თავხედი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება და ამხელს ზეწოლაში , – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას. მისივე თქმით, ცდილობენ, „ამ ბოდვაში გვამყოფონ, თითქოს ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხე ამერიკასა და ევროპიდან მოდის“. „ჩვენ ეს ნაგავი მთლიანად გვერდით უნდა …
ნახვა »ნიკა გვარამია – სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია – ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე
„ოცნებიდან“ „განდგომილ“ გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე „მოსამართლეც“ უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით, – ამის შესახებ ნათქვამია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, მსჯავრდებული ნიკა გვარამიას განცხადებაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. „აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც …
ნახვა »კელი დეგნანი – ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს
ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩს კომენტარი სთხოვეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც ჩხიკვაძე საუბრობს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლის მასთან შეხვედრაზე. დეგნანის თქმით, აშშ წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის …
ნახვა »