მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება. „პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. …
ნახვა »მაშველებმა ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს
ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები …
ნახვა »1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9349 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9349 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9360 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1066 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0112 …
ნახვა »ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ ტურისტს ეძებენ
ფშავში, ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფში მოყოლილ უცხოელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე, სოფლებს მაღაროსკარსა და ხომს შორის გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაკარგული ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები …
ნახვა »ქართველი ექსპერტების ჯგუფმა იენს სტოლტენბერგს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართა
სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერებს წერილით მიმართეს. წერილის ხელმომწერებმა გზავნილის შინაარსზე ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სამოქალაქო საზოგადოების წევრების თქმით, წერილი ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობას ეხება. წერილში აღნიშნულია, რომ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების …
ნახვა »საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია
დეპოლარიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია გარემო – ასე გამოიყურება საშინაო დავალების ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით 12 პუნქტად გასცა. მის შესასრულებლად საქართველოს ვადა წლის ბოლომდე აქცს. ორ გვერდიან დოკუმენტში გზავნილები მკაფიოდაა გაწერილი. როგორ აპირებენ მხარეები რეკომენდაციების შესრულებას – მმართველი გუნდი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნავენ, …
ნახვა »ტრაგედია მარნეულში – აივნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია 40 წლამდე ქალი, ასევე, რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს. ორსული კლინიკაში შესვლის დროს უკვე დაღუპული იყო, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა. „კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო. ნაყოფის ამოყვანისას, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა“, – ამბობს …
ნახვა »შსს – მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას, რათა „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებები უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ …
ნახვა »„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიმართ მუქარისშემცველი პოსტების გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს
ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვაზე მისვლა სავარაუდოდ, „ფეისბუქში“ მათი მხრიდან „თბილისი პრაიდის“ მისამართით გამოთქმულ მუქარისშემცველ მოსაზრებებს უკავშირდება. ცნობისთვის, „თბილისი პრაიდი“ ღონისძიების გამართვას დახურულ რეჟიმში აპირებს,. „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, კონტრშეკრებას „პრაიდის“ წინააღმდეგ მაინც აპირებენ.
ნახვა »საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 07:49 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდას შეადგენდა.
ნახვა »