რუსთაველის გამზირზე “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია გაიმართება. მორიგი აქციის გამართვის გადაწყვეტილება 24 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამოქალაქო საზოგადოება პრემიერ-მინისტრის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება. ამასთან, მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით …
ნახვა »ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო სამზადისი დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით არსებული 22-ვე ცენტრი გამოსაცდელების მისაღებად მზადაა. თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში, სოფიო გორგოძის ხელმძღვანელობით, მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო და მათ საგამოცდო პროცესის პროცედურები გააცნო. 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. საქართველოს მასშტაბით …
ნახვა »უზბეკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.ამის მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა. ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ მსვლელობა პირველ ივლისს, უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მოაწყო, რომლის თანახმადაც უქმდება კარაკალპაკსტანის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება. კარაკალპაკსტანის რეგიონი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, უმცა იქ ქვეყნის …
ნახვა »კელი დეგნანი იმედგაცრუებულია
ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანს კითხვა დაუსვევს გუშინ ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ელჩმა აღნიშნა: „ჩვენ ვსწავლობთ ამ ცნობებს, ამ ინფორმაციას. არ ვიცით, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ …
ნახვა »თურქეთში, ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – არის მსხვერპლი
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. წინასწარი ინფორმაციით, …
ნახვა »ანრი ოხანაშვილი – ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი
უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ვატო წერეთლის მხრიდან. ამერიკელებთან და ჩვენ სხვა კოლეგებთან მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ვატო წერეთელმა მოაწყო პროვოკაცია და სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. „ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა …
ნახვა »ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ
„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ის საელჩოს ეზოში მოწვეული იყო 200 ან 300 სტუმარი, შოკში ვარ. ასეთი რამ არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე …
ნახვა »Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლებს
Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას. „პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო …
ნახვა »მოძრაობა “სირცხვილიას” facebook გვერდი რუსეთიდან იმართება?
ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდის ადმინების შესახებ ე.წ. სქრინს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ მოძრაობის გვერდს რუსეთიდანაც მართავენ. „ანტირუსულ“ მოძრაობა „სირცხვილიას“ Facebook-გვერდს ერთი ადმინი რუსეთიდან მართავს. „სირცხვილია“, შემთხვევით სირცხვილი ხომ არ არის?!“ – წერს გვიდიანი.
ნახვა »მძიმე ბრალდება და 30 წლიანი პატიმრობა ამერიკელ მომღერალ R. Kelly-ს
ამერიკელ მუსიკოს R. Kelly-ს, რომელსაც ბავშვებსა და ქალებზე სექსუალური ძალადობის სქემის მართვაში ედებოდა ბრალი, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიუიორკელმა მოსამართლემ 55 წლის მომღერალი სექსტრეფიკინგსა და შანტაჟში დამნაშავედ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ცნო. ჩიკაგოელ მუსიკოსს ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა $100 ათასის ოდენობით. ამჯერად, სასამართლო დავა მის წინააღმდეგ სამ …
ნახვა »