შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, 12:00 საათიდან ალილოს მსვლელობა გაიმართება და სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეფერხდება. მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაშლოვანისა და ეკალაძის ქუჩების გამოყენებით; თაბუკაშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით …
ნახვა »ლიზა ქისტაურის დედა: მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია, თქვენ როგორ შეგიძლიათ?
ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს მისი შვილის გარდაცვალებას. „რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ – ამბობს იზა არღვლიანი და მწვავედ აკრიტიკებს …
ნახვა »კახა კალაძემ მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა საზეიმო კონცერტით მიულოცა და კიდევ ერთ ოჯახს სახლი აჩუქა
კახა კალაძემ ტრადიცია არც წელს დაარღვია და მშობლიურ ქალაქს შობა-ახალი წლის დადგომა საზეიმო კონცერტით მიულოცა. მთავარი სიხარული ამირან ჭაფოძის ოჯახს ელოდა წინ. კონცერტზე მყოფ ჭაფოძეების ოჯახს კახა კალაძემ ქალაქ სამტრედიაში მდებარე სახლი საჩუქრად გადასცა, რითაც მათი ოცწლიანი უსახლკარობა დასრულდა. „არ ვიცი ეს სიხარული როგორ გამოვხატო, ნამდვილი ახალი წელი დაუდგა ჩემს …
ნახვა »რა მისწერა პატრიარქმა სააკაშვილს?
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. წერილი, რომელიც პატრიარქმა ექსპრეზიდენტს გაუგზავნა, ახლა გასაჯაროვდა. „ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით, კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
ნახვა »წყლის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 4 იანვრის 21:00 საათიდან 5 იანვრის 12:00 საათამდე კომპანია წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აღმაშენებლის ხეივანზე, ესმა ონიანის ქუჩის მიმდებარედ, პოლიკარპე კაკაბაძის N45-თან და აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს შეასრულებენ და …
ნახვა »ილია მეორე – ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საახალწლო მილოცვაში აღნიშნა. „დაგვიდგა ახალი წელი. დღეს ჩვენ გვესმის დავით მეფის, წინასწარმეტყველის სიტყვები, „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, …
ნახვა »ირაკლი ღარიბაშვილი – გილოცავთ და გისურვებთ, თქვენი ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის 2023 ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულისა და პატივისცემის წელი
გილოცავთ ახალ წელს და გულწრფელად გისურვებთ, ყოველი თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ბარაქიანი და წარმატებული წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა, მცირერიცხოვანი, მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება …
ნახვა »სალომე ზურაბიშვილი – მინდა, ყველას მოგილოცოთ და ვისურვო, რომ ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით შევხვდეთ ამ ახალ წელს
მოდის 2023 წელი და მინდა, ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წარმატება ამ წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი. „ეს წელი 2022 წელი სრულდება, რაც იყო, იყო და ალბათ არ გვინდა ახლა, რომ ამას ჩავუღრმავდეთ. რაც …
ნახვა »კელი დეგნანი – ქართველი ხალხი მიაღწევს წარმატებას ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური მომავლის მშენებლობაში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ წარმატებულ ახალ წელს, გაგიმარჯოთ
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს. საახალწლო მილოცვას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. კელი დეგნანი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უსურვებს მშვიდობიან და წარმატებულ ახალ წელს. „ამერიკის საელჩოს სახელით, გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე ამაღელვებელი ისტორია, რომელიც წარმოაჩენს ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობას. ეს შთამბეჭდავი ისტორიები გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ბევრი …
ნახვა »