პოლიტიკა

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი – ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, მოხდება უმკაცრესი რეაგირება

ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი …

ნახვა »

ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა. ექიმის თქმით, 13 წლის გოგონა კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „მოყვანილი იქნა ორი ბავშვი 13 წლის, მოხდა პირველი პაციენტის სტაბილიზაცია მართვის სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილი იქნა პედიატრიულ კლინიკაში. რაც შეეხება …

ნახვა »

ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, მძიმეა

ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან.  „ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, – აღნიშნეს კლინიკაში. ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ ორ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების …

ნახვა »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის (ნაწილობრივ), მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), …

ნახვა »

„ტვ პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო გაითიშა

„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან გაითიშა. „სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის, დავით ზილფიმიანის განმარტებით, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც ამ არხებმა გაფრთხილების მიუხედავად, არ გადაიხადეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში 3 არხს მაუწყებლობა აღუდგება. „გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, …

ნახვა »

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს

„2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 401,2 მილიონი ლარით განისაზღვრება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პირველადი პროექტი წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო …

ნახვა »

ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქება სცადეს

ბიზნესცენტრ “ქინგ-დევიდთან” სავარაუდოდ ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს. ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა. ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, “ლაგუნა ვერესთან” მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ. მომხდარზე შინაგან …

ნახვა »

ვაზიანში სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. „41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი …

ნახვა »

თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

კახეთში, თელავში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე, ახალგაზრდა ქალი. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. ბრალდებული პოლიციამ 2 ოქტომბერს ამ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა, პოლიცია ითხოვდა დაპატიმრებას, თუმცა 6 ოქტომბერს მოსამართლე მამუკა …

ნახვა »

თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის და ტრაილერის შეჯახების შედეგად, გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია