ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას …
ნახვა »სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შემუშავდა. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის …
ნახვა »მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა – დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ოჯახში ძალადობაა
იანვარ-ივლისში საქართველოში 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი 10 098 შემთხვევა (გაიხსნა 5353) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 2344 (გაიხსნა 1935) და მუქარის 2098 (გაიხსნა 1826) ფაქტი. ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ …
ნახვა »მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს. „მიხეილ გომიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 15 სექტემბერს 12 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში. დაკრძალვა 15 სექტემბერს 15:00 საათზე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახვა »„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება
“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი კობახიძის თქმით, ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას …
ნახვა »ალკოჰოლის მიღება სიმელოტეს იწვევს – კვლევა
სტატისტიკის მიხედვით, ორმოც წელს მიღწეულ მამაკაცთა 40%-ს აწუხებს გამელოტების ესა თუ ის დონე. პროცესი 18-20 წლის ასაკიდან იწყება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Express ავრცელებს. ანდროგენული ალოპეციის განვითარების მიზეზად ითვლება მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი მოქმედება იმ თმის ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებული არიან შუბლისა და თხემის მიდამოებში. მათ მიმართ მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან მცირდებიან …
ნახვა »ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტს კორექტირების მიზნით პარლამენტს დღეს გაუგზავნის
მთავრობის ვალის შემცირება და ახალი პროექტების დაფინანსება – ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა. ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კორექტირების მიზნით პარლამენტს დღეს გაუგზავნის. 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ქვეყანა საგარეო ვალის გადახდას, 51-ის ნაცვლად, 40% -ით დაასრულებს. ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შემცირება სახელმწიფო პრიორიტეტებში ნომერ …
ნახვა »ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა
ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ბუნებრივი აირი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები”ავრცელებენ. აფეთქების დროს არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ნახვა »მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი მიშა ჟორჟოლიანი გომიაშვმილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე სოცქსელში წერს: „ჩვენი მიშა აღარ გვყავს!!! Misha Gomiashvili ჩვენი მიშააა“
ნახვა »რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. “გიორგი ქუჯოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება …
ნახვა »