მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ და EUobserver ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოქმედ და ყოფილი პრეზიდენტებს რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) გავლენის აგენტობაში ამხელენ. როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, კრემლის ინტერესებს PACE-ს რამდენიმე მაღალჩინოსანი ატარებდა, მათი კოორდინატორი კი ГРУ-ს თანამშრომელი ვალერი ლევიცკი იყო. ლევიცკი სტრასბურგში რუსეთის გენერალური კონსული იყო, თუმცა …
ნახვა »21 სექტემბერს მახათას მთაზე სადღესასწაულო წირვაზე ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლს დააბრძანებენ
21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. „ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება. ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია. წირვას ჩაატარებს საპატრიარქო ტახტის …
ნახვა »პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 29 ივლისს გუდაურში, სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, …
ნახვა »მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 56% მიიჩნევს, რომ საქართველოში არაა ისეთი პარტია, რომელიც მის ინტერესებს გამოხატავს. 39% ამბობს, რომ საქართველოში არსებობს პარტია, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. …
ნახვა »კვლევის მიხედვით, პრემიერის საქმიანობას „კარგად“ 28%, ხოლო „ცუდად“ 35% აფასებს – გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი
პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა, – ამის შესახებ NDI-ის კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას? – გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% – კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% – კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი …
ნახვა »NDI – მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ. ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კვლევის თანახმად, მოსაზრებას, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა …
ნახვა »სატრანსპორტო საშუალების მართვის დარღვევებზე საკანონმდებლო რეგულაციები მკაცრდება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და არ აღემატება 0,7 პრომილეს. პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას …
ნახვა »სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შემუშავდა. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის …
ნახვა »მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში დანაშაულის 33 058 ფაქტი აღირიცხა – დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობაზე მოდის, მეორე ადგილზე კი ოჯახში ძალადობაა
იანვარ-ივლისში საქართველოში 33 058 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 1 867 ფაქტი (56.49%) სამართალდამცავმა ორგანოებმა გახსნეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი 10 098 შემთხვევა (გაიხსნა 5353) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 2344 (გაიხსნა 1935) და მუქარის 2098 (გაიხსნა 1826) ფაქტი. ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ …
ნახვა »მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ
მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს. „მიხეილ გომიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 15 სექტემბერს 12 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში. დაკრძალვა 15 სექტემბერს 15:00 საათზე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახვა »