პოლიტიკა

სპორტი

მსოფილოს და ქართული სპორტის ყოვედღიური სიახლეები | ახალი ამბები | ნიუსები

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა მე-80 ჩემპიონატში ბელა ხოტენაშვილმა გაიმარჯვა

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა მე-80 ჩემპიონატი ბელა ხოტენაშვილის გამარჯვებით დამთავრდა. ტურნირი წრიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა, ხოტენაშვილმა კი პირველი ადგილი 7 მოგებითა და 2 ყაიმით დაიკავა. ქვეყნის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი ევროპის ჩემპიონატზე ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის სრული დაფინანსებით გაემგზავრება. ხოტენაშვილი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.

ნახვა »

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა

ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს. „15 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება „რუმსი“-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“; 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ. კუთხის „ნიკორამდე“; 15 თებერვლიდან …

ნახვა »

„რომა“ და „გალათასარაი“ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ

„რომამ“ და „გალათასარაიმ“ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად საქაველმოქმედო მატჩის ჩატარება დაგეგმეს. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში. მატჩის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული დ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. რამდენიმე დღით ადრე თურქულმა კლუბებმა – „გალათასარაიმ“, „ბეშიქთაშმა“ და „ფენერბახჩემ“ საკუთარ სტადიონებზე მიწისძვრით დაზარელაბულთა დახმარების პუნქტები მოაწყვეს. შეგახსენებთ, …

ნახვა »

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია – ევროპის ჩემპიონი გუბანოვა მოსკოვში გასამართ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს

ფიგურულ სრიალში ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას შოუში („ფიგურულ სრიალზე შეყვარებულები“), რომელიც 14 თებერვალს მოსკოვში გაიმართება. ეს ინფორმაცია რუსულმა პრესამ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ადრე გამოცხადდა იმის შესახებ, რომ გუბანოვა გამოვიდოდა აღნიშნულ შოუში, რომლის ორგანიზატორია მოსკოვის სპორტის დეპარტამენტი. „ანასტასია გუბანოვა და საქართველოს ნაკრების სხვა …

ნახვა »

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიული შანსი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს  თებერვალში  მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ჩვენ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე  გასვლის ისტორიული შანსი აქვს. საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში ქართველ კალათბურთელებს 4 მოგება და 4 წაგება აქვთ, ასეთივე შედეგი აქვს ისლანდიას, უკრაინის  ნაკრებს კი  3 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რადგანაც L ჯგუფიდან ესპანეთი …

ნახვა »

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საფრანგეთში დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. შავდათუაშვილმა ფინალში ბრაზილიელი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. სპორტსმენმა პარიზის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო. 

ნახვა »

ვიტალი კლიჩკომ სოკ-ს მოუწოდა – არ დაუშვას რუსი სპორტსმენები პარიზი 2024-ზე

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ვიტალი კლიჩკომ მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – არ დაუშვას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. „ჩვენ – უკრაინის ყველა სპორტსმენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ჩემი ძმა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონია – მივმართავთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და პირადად ბატონ ბახს – შეწყვიტეთ რუსებისა და ბელარუსების ნებისმიერი …

ნახვა »

ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

დღეს სასტუმრო რედისონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს და სფფ-ის პრეზიდენტი აირჩიეს. რეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იყო. არჩევნებში ხმის მიცემის მქონე 31 დელეგატიდან რეგისტრაცია 28 გაიარა და ყველა მათგანმა მხარი ლევან კობიაშვილს დაუჭირა. კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მესამე ვადით მომდევნო 4 …

ნახვა »

2023 წლის ევროპის ჩემპიონი – ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა

დღეს, ფინეთის  ქალაქ  ესპოში  გათამაშდა მედლების  კომპლექტი  ქალთა  კატეგორიაში, 30 სპორტსმენს  შორის 199,91 ქულით ევროპის  ჩემპიონი ქართველი სპორტსმენი  ანასტასია  გუბანოვა  გახდა. კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე და გამორჩეული  მოვლენა ,  რომელიც ოქროს  ასოებით  შევა  ქართული  სპორტის ზამთრის  სახეობების  ისტორიაში.  ქართველ  მოციგურავეთა  წარმატებების  საგანძურს ყველაზე  ძვირფასი,  ევროპის  ოქროს  მედალი შეემატა.

ნახვა »

ქართველმა მოჭიდავეებმა ნიცას ტურნირზე ექვსი მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრან პრიზე ექვსი მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. გიორგი ჭოლაძე (70 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია