პოლიტიკა

Blog Layout

მეტროსადგური „გოცირიძე“ ხვალიდან მუშაობას განაახლებს

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული …

ნახვა »

ჰააგის სასამართლომ (ICC) პუტინის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ. კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და …

ნახვა »

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ე.წ. რუსული კანონის მიღებაში და საპროტესტო აქციებზე ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ მმართველი გუნდიდან განაცხადეს, რომ ხალხის გულწრფელი პროტესტი ოპოზიციამ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპულ გზას და მომავალს, ვერაფერი შეაფერხებს. სხდომაზე კიდევ …

ნახვა »

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დაიწყო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება აზერბაიჯანელი ბრალდებულების, მსჯავრდებულებისთვის ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 17-20-21 მარტის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად …

ნახვა »

მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ავდეევკაზე ავიაიერიშები განახორციელეს, დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ავდეევკაზე ავიაიერიშები განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამ დროისთვის დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე საკმაოდ მაღალია, რადგან რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში 19 ხომალდი ჰყავს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზღვის სანაპიროზე ძლიერი …

ნახვა »

რაგბის კავშირი – მოვუწოდებთ პარტიული დღის წესრიგის მქონე დაჯგუფებებს, თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის საქართველოს ღირსების დაკნინებას

საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას, თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას, – ამის შესახებ აღნიშნულია რაგბის კავშირის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს რაგბის კავშირი წუხილს გამოთქვამს პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო. „ეს პროცესი …

ნახვა »

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „TV პირველის“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებული იქნა მ.ა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2022 წლის 15 მარტს ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის …

ნახვა »

სი ძინპინი 20 მარტს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში ჩავა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას როგორც კრემლი, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებენ. ეს იქნება ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რუსეთში მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინმა მიიწვია. კრემლის განცხადებით, შეხვედრების დროს, …

ნახვა »

ჯეიმს კლევერლი – საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით – ვართ და დავრჩებით თქვენს მტკიცე და ურყევ მეგობრად

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად. „ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის …

ნახვა »

თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს, „ჯარის ბანაკს“ იწყებს

ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია. მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელებს. „ჯარის ბანაკი“ …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია