პოლიტიკა

Blog Layout

ბიზნესსექტორს ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების ან რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცემა

ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძველ თბილისთან მიმართებაში გარკვეული პრობლემებია, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება საქმე. „თქვენ იცით, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო ავარიული შენობა-ნაგებობების, …

ნახვა »

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ძველი სისტემით გაცემა შეწყდება

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. „20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი …

ნახვა »

პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. უწყება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას

ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ “ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს. მისივე თქმით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. „პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს მინდა გამოვეხმაურო. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა ევროკავშირის, ისევე როგორც სხვა …

ნახვა »

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე შენიშვნები არ არის

საქართველოს პარლამენტმა დღეს ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით დასკვნაში ნათქვამია, რომ ის არის ნამდვილად უკრაინული, ამასთან ვენეციის კომისიას არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია იმაზე, რომ საქართველომ აღნიშნული კანონი მიიღოს. …

ნახვა »

ჰარუკი მურაკამი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ პირველ რომანს გამოსცემს

იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი აპრილში ახალ რომანს – „ქალაქი და მისი არასანდო კედლები“ გამოსცემს. ამის შესახებ AP News-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, წიგნის მოცულობა 1200 გვერდს შეადგენს. რომანის გაყიდვა 13 აპრილს დაიწყება. ეს მურაკამის პირველი წიგნია 2017 წლის შემდეგ. მაშინ მწერალმა გამოსცა რომანი „კომანდორის მკვლელობა“. მურაკამის რომანები, ესეები და მოთხრობები ბესტსელერებია როგორც …

ნახვა »

ბავშვების დახმარება კიდევ 50 ლარით იზრდება – ნახეთ რა კატეგორიის ჯგუფს შეეხება დაფინანსება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან ბავშვების ფულადი დახმარება, 150 ლარი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება.  ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი …

ნახვა »

რა ხდება რიკოთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მშენებარე ობიექტთან მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გვირაბის ნაწილის დაზიანებასთან დაკავშირებით გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება. „გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის …

ნახვა »

ევროპარლამენტში დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

დღეს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ. მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 საათზე არის ჩანიშნული. კერძოდ, საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“

ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტმა „უცხოელი აგენტების შესახებ“ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია