პოლიტიკა

Blog Layout

ათასობით გაქცეული რუსი ჯარისკაცი და დაკარგული იზიუმი

იზიუმის დაკარგვა არის რუსეთის ყველაზე დიდი მარცხი მას შემდეგ, რაც მისმა ჯარებმა კიევიდნ უკან დაიხიეს – ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ათასობით რუსმა  გაქცეულმა ჯარისკაცმა,  დატოვა საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მარაგი. რუსული ჯარები იზიუმს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზად იყენებდნენ. ISW-ის ცნობით, უკრაინამ 5 დღეში იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთის …

ნახვა »

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 21 წელი გავიდა. ზუსტად 21 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაიდას“ ტერორისტებმა სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განახორციელეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა. მოგვიანებით კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა პენტაგონის დასავლეთ ფასადს შეაჯახეს, მეოთხე თვითმფრინავში, კი მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა …

ნახვა »

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება ახალი ბლიცკრიგის ოპერაციის დაწყებიდან გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელი წარმატება ახალი ბლიცკრიგის ოპერაციის დაწყებიდან გრძელდება: ბოლო, ჯერ ბოლომდე დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 2014-15 წლების შემდეგ პირველად აღადგინეს კონტროლი დონეცკის აეროპორტზე და ახლა უკვე ქალაქის მისადგომებთან არიან. ასევე, დაზვერვის წყაროები იტყობინებიან, რომ დონეცკიდან გაიქცა ე.წ რესპუბლიკის მარიონეტული ლიდერი დენის პუშილინი. ამავდროულად, უკრაინულმა ძალებმა, ხარკოვის მიმართულებით წამოწყებული …

ნახვა »

დააკავეს მშობელი, რომელმაც შვილს ქორწინება აიძულა, შედეგად გოგომ თვითმკვლელობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დმანისში დააკავეს 1980 წელს დაბადებული შ.ა, რომელმაც შვილს ქორწინება აიძულა, შედეგად კი გოგომ თვითმკვლელობა სცადა.  უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2002 წელს დაბადებულ შვილს – ს.ა.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ს.ა.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე …

ნახვა »

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. “გიორგი ქუჯოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება …

ნახვა »

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომს 14 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს 14000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებს 5767 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 8292 კი დაიჭრა. როგორც ბიგნერმა განაცხადა, ეს რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით დიდია.

ნახვა »

მეფე ჩარლზ III: ჩემს საყვარელ დედას მივმართავ – მაშინ, როდესაც შენს ბოლო დიდ მოგზაურობას იწყებ, მინდა უბრალოდ მადლობა გადაგიხადო, მადლობა სიყვარულისა და ერთგულებისთვის

გაერთიანებული სამერფოს მეფე ჩარლზ III-მ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ დედოფალი ელისაბედ II – ჩემი საყვარელი დედა – შთაგონების წყარო და მაგალითი იყო მისთვის და მთელი მისი ოჯახისთვის. „1947 წელს, მან კეიპტაუნიდან პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას მიუძღვნიდა ხალხის სამსახურს. ეს დაპირებაზე მეტი იყო: ეს იყო ღრმა პირადი ვალდებულება, რომელმაც განსაზღვრა მისი …

ნახვა »

ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა – პენტაგონი

ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა იმედისმომცემ ნიშნებს იძლევა, თუმცა წინ სავარაუდოდ ხანგრძლივი ბრძოლაა, – როგორც ტელეკომპანია „სიენენი“ იტყობინება, ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, საშა ბეიკერმა 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის ძალების ოპერაციას „კონტრშეტევა“ უწოდა. აღნიშნული ტერმინის გამოყენებას აქამდე …

ნახვა »

პუტინი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორეს დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის დედოფალი 96 წლის ასაკში, 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

ნახვა »

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული სამი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია