პოლიტიკა

Blog Layout

ადვოკატი – მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა

ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად, 12-ით 0-ის წინააღმდეგ, უდანაშაულოდ ცნეს ეთნიკური ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი – ამირან ბოკუჩავა. ბრალდებულს სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.  “ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული. მინდა, მადლობა …

ნახვა »

დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებულ ფენებში ადამიანის კბილი აღმოაჩინეს

დმანისში არქეოლოგებმა 1.8 მლნ წლით დათარიღებული ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები აღმოაჩინეს. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არქეოლოგიურ სამუშაოები მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის. ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები …

ნახვა »

ლიზ ტრასი: ახალ ეპოქას ვიწყებთ ჩვენი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში – ღმერთო, დაიფარე მეფე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ლიზ ტრასმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედ II-ს და მხარდაჭერა და ლოიალობა გამოუცხადა ახალ მონარქს. „ჩვენ ვიწყებთ ახალ ეპოქას ჩვენი დიდი ქვეყნის ბრწყინვალე ისტორიაში ზუსტად ისე, როგორც მისი უდიდებულესობა ისურვებდა, შემდეგი სიტყვების წარმოთქმით: ღმერთო, დაიფარე მეფე“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ლიზ ტრასის თქმით, დედოფლის ერთგულება მოვალეობისადმი იყო მაგალითი …

ნახვა »

გაეროს ცნობით, პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ცხოვრების ხარისხი ეცემა

გაეროს ცნობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოში ცხოვრების ხარისხი ეცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჰუმანური განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნების 90%-ში ეცემა.  გაეროს ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ჰუმანური განვითარების ინდექსი, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის, განათლებისა და ცოდნის დონის, ისევე როგორც ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებს, სტაბილურად უმჯობესდებოდა. ახლა კი ტენდენცია იცვლება.  ჰუმანური …

ნახვა »

სოციალურ მედიაში ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან მდგარი უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო ვრცელდება

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან უკრაინელი ჯარისკაცები დგანან და ხელში უკრაინის სახელმწიფო დროშა უჭირავთ. ცნობილია, რომ უკრაინული ძალები დროებით ოკუპირებული ქალაქის დასაბრუნებლად წინ მიიწევენ. აშშ-ის „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 72 საათში დაიბრუნებს ქალაქს, რაც სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს ადგილზე. …

ნახვა »

ანიმაციაში გოჭი პეპა პირველად გამოჩნდა ერთი და იმავე სქესის წყვილი

ცნობილ ბრიტანულ ანიმაციაში გოჭი პეპა პირველად გამოჩნდა ერთი და იმავე სქესის წყვილი — ორი ლესბოსელი პოლარული დათვი, რომლებიც პატარა პენის ერთად ზრდიან. 6 სექტემბერს გამოსულ სერიაში, სახელად “ოჯახი”, პოლარული დათვი პენი ანიმაციის მთავარ პერსონაჟს უყვება, რომ ორი დედიკო ჰყავს, შემდეგ კი მათ ხატავს კიდეც. “ჩემს დედიკოსთან და კიდევ ერთ დედიკოსთან ერთად ვცხოვრობ”, …

ნახვა »

ტაქსის მძღოლმა მგზავრებს, 23-ის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა, შემდეგ კი დაუსახლებელ ადგილას წაიყვანა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტაქსის მძღოლის მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა. უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ “იანდექსის” მძღოლმა ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებს მგზავრობის ღირებულების – 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა, რასაც მგზავრებსა და მძღოლს შორის შეკამათება მოჰყვა. “გვსურს გამოვეხმაუროთ ორი პირის …

ნახვა »

The Crown-ის გადაღებები ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების გამო შეჩერდა

ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების შემდეგ The Crown-ის სცენარისტმა, პიტერ მორგანმა განაცხადა, რომ “დედოფლისთვის პატივის მისაგებად” სერიალის მე-6 სეზონის გადაღებები განუსაზღვრელი დროით შეჩერდა. “The Crown დედოფლისადმი სასიყვარულო წერილია. ამ მომენტში კი არაფერი მაქვს დასამატებელი დუმილისა და პატივისცემის გარდა. ასე რომ, დედოფლისთვის პატივის მისაგებად გადაღებებს ვწყვეტთ”, — განაცხადა მორგანმა. შოუს შემქმნელებმა დიდი ხნის წინ შეიმუშავეს …

ნახვა »

63 წლის მამაკაცი, რომელსაც მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს

63 წლის მამაკაცი, რომელსაც შიდა ქართლში, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობას ედავებიან, დანაშაულს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის გამო გაურკვევლობაშია. „დეტალებს საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მის პოზიციას გეტყვით, რომ ბრალდებას, რის გამოც დაკავებულია, არ ეთანხმება. თვითონაც …

ნახვა »

თბილისი მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

9-14 სექტემბერს, თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა. ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“, როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი. პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა. კვირეულის განმავლობაში …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია