პოლიტიკა

Blog Layout

ჯეიმს კლევერლი – უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები დაუსვეს. კერძოდ, აქვს თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის განხორციელების უფლება, რაზედაც ჯეიმს კლევერლიმ უპასუხა : „უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მას, რა თქმა უნდა, აქვს ლეგიტიმური უფლება, გააკეთოს ეს საკუთარ საზღვრებში, მაგრამ ასევე აქვს …

ნახვა »

მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას – ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა. “კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას”, – წერს ფონ დერ ლაიენი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ევროპული …

ნახვა »

ვოლოდიმირ ზელენსკი – საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის ვლადიმერ პუტინის ცხოვრების მიზანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსი გახდეს, რადგამაც ვლადიმერ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა. „საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგორესურსები იარაღად გადაექცია. ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ღია აგრესორი …

ნახვა »

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. მთავრობის წინააღმდეგ აქცია გამართა

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციამ აქცია გამართა. ინფორმაცია ამის შესახებ “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა. მათი ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები “ბინების შესახებ კანონს, აფხაზეთის ჩასახლების, აფხაზური მიწების დარიგების და ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის” წინააღმდეგ გამოდიან. მომიტინგეებს პლაკატები ჰქონდათ ლოზუნგებით – “აფხაზეთი არ იყიდება” და “ენერგეტიკა – ერის საკუთრებაა”. ე.წ. “სამთავრობო” შენობების გარშემო უსაფრთხოების უპრეცედენტო …

ნახვა »

ანუ, რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, გამოდის რომ ეს ყოფილა მართალი, სწორი თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას – ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა. თუმცა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა მას. „რაც შეეხება ამ ორი ადამიანის ურთიერთობას – ეს მე მგონი, ცალკე განხილვის საგანია. როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო …

ნახვა »

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ის 31 მაისს ევროპარლამენტს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. 31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი …

ნახვა »

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში უპილოტო საფრენი აპარატები ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. მომხდარს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ადასტურებს. ერთი დრონი შენობას პროფსოიუზნაიას ქუჩაზე დაეჯახა, მეორე – ატლასოვას ქუჩაზე. მომხდარის შედეგად არ არიან დაშავებულები. “დრონი, პროფსოიუზნაიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს დაეჯახა. განადგურდა სახლის ფასადი და მინა. მსხვერპლი არ ყოფილა. დრონი ასევე …

ნახვა »

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი – სწორია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები საქართველოსთან, მაგრამ ეს აგრეთვე მოითხოვდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა არ არის პოზიტიური რამ, მაგრამ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, განსაჯოს როგორ და თუ მოახდენს ეს გავლენას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე. ელჩმა აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, …

ნახვა »

ლევან დავითაშვილი – ევროკავშირის ელჩებთან ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილულ იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია

„ევროკავშირის ელჩებთან ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილულ იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია – აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და მისი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ამაზე ღია საუბარი გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, რომ ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და …

ნახვა »

ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს დემარშის მიზნით ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეხვდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდებიან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით. შეხვედრა დღეს 17:00 საათზეა ჩანიშნული. ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია