პოლიტიკა

Blog Layout

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეშფოთებული არიან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. მისი თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული …

ნახვა »

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები შეძლებენ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატები შესძლებენ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას. ამ ცვლილებების საფუძველზე, პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ექნება ასევე “ნაციონალური მოძრაობიდან” ახლად გასულ ოთხ დეპუტატსაც. კანონროექტი პარლამენტის რეგლამენტს შეეხება. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში …

ნახვა »

ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებზე იერიში მიიტანეს

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე იერიში მიიტანეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ქალაქის თავზე ამომავალი კვამლი. “ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ …

ნახვა »

ბელგოროდის ოლქში რუს მოხალისეთა ჯგუფი ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად სპეცოპერაციას ახორციელებს

ბელგოროდის ოლქში „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ სპეცოპერაციას ატარებს, რომლის მიზანია შეიქმნას „უსაფრთხო ზონა“ მშვიდობიანი უკრაინელების დასაცავად, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელ, ანდრეი იუსოვის განცხადებაზე დაყრდნობით. მან თქვა, რომ ოპერაციას რუსეთის მოქალაქეები ახორციელებენ. „დიახ, დღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების …

ნახვა »

ძაღლს, რომელმაც ხონში ორი ბავშვი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ხონში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ძაღლმა ხონის მუნიციპალიტეტში ორი ბავშვი დაკბინა, კიდევ 2 ადამიანი კი ცხოველთან ახლო კონტაქტში იყო. ამჟამად კი მიმდინარეობს ეპიდკვლევა. საქართველოში ხონში დადასტურებული ცოფის შემთხვევა ვირუსის გავრცელების პირველი ფაქტი არაა. მიმდინარე წელს ცოფის 3 შემთხვევა მანამდე ამბროლაურში, შემდეგ კი …

ნახვა »

კომპანია “მეტა” ევროკავშირისგან 1.2 მილიარდი ევროთი დაჯარიმდა

ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ რეკორდულად დიდი ჯარიმა 1,2 მილიარდი ევროს დააკისრა. ეს კომპანია სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“,„ინსტაგრამს“, ასევე მესენჯერ „ვოთსაფს“ ფლობს. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ განაცხადა, რომ „მეტამ“ დაარღვია ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპი, ვერ უზრუნველყო მომხმარებელთა პირათი მონაცემები და მათი დაცულობა. როგორც მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებაში განმარტეს, „მეტას“ მიერ ევროპელი …

ნახვა »

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა არიან

„გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა. …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – არ მივცემ ბატონ კობახიძეს უფლებას, ქართველ ხალხს ქსენოფობობა დასწამოს

საქართველოს პრეზიდენტი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ქართველი ხალხი ქსენოფობიაში დაადანაშაულა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ მისცემს ირაკლი კობახიძეს იმის უფლებას, ქართველს ხალხს ქსენოფობობა დასწამოს: “ეს განცხადებები, რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგან და არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და პინგ -პონგი, მაგრამ, ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი -საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან უკვე გასულია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა. „დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს …

ნახვა »

კოლუმბიის ჯუნგლებში 4 ბავშვი ავია კატასტროფიდან 17 დღეში ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიაში ავიაკატასტროფა მაისის თვის დასაწყისში მოხდა. მსუბუქმა ერთძრავიანმა თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზად ძრავის გაუმართაობა დასახელდა. ეკიპაჟმა მაშინვე განაცხადა, რომ ძრავა ფუჭდებოდა. მათზე ძებნა მაშინვე გამოცხადდა, თუმცა თვითმფრინავის ნამსხვრევები ორი კვირის შემდეგ მოახერხეს. ბორტზე მაშველებმა პილოტის ცხედარი იპოვეს. დანარჩენი ადამიანების ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს. 16 მაისს ახლომდებარე ჯუნგლებში სხვა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია