პოლიტიკა

Classic Layout

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცის დაკავება საკასო აპარატებიდან თანხის ქურდობის ბრალდებით მოხდა. მას 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამ დროისთვის ის 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პოლონეთის პოლიციაში ამბობენ, რომ დაკავებული თანხებს იპარავდა როგორც სასურსათო მაღაზიების სალაროებიდან, ისე ბენზინგასამართ სადგურებზე. მის კვალს დანაშაულის ჩადენის ადგილებზე …

ნახვა »

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი …

ნახვა »

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

19 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა. რაგბი ევროპამ ჩემპიონატის ფორმატი, რომელიც საქართველოს ნაკრებს აქამდე 14-ჯერ აქვს მოგებული, წელს შეცვალა და ისე მოხდა, რომ „ბორჯღალსნებს“ ფინალში შეუძლიათ ტურნირზე მე-100 გამარჯვება (118 მატჩში) …

ნახვა »

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, ცოფის შემთხვევები ძაღლზე დაფიქსირდა. როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. „მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და …

ნახვა »

საფრანგეთში ათასობით ადამიანმა საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცება გააპროტესტა, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარიზის ქუჩებში საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გასაპროტესტებლად ისევ ათასობით ადამიანი გავიდა. აქცია ამჯერად სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილმა სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს და მანქანები გადაწვეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის ათობით მონაწილე დააკავეს. საპროტესტო აქციები პარიზსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ …

ნახვა »

დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა

18 მარტიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1 100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტების სია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. …

ნახვა »

თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას დაიწყებს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას დაიწყებს, მაგრამ შვედეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. „გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება“, – განაცხადა ერდოღანმა ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ. ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თურქული პარლამენტი ფინეთის განაცხადს მხარს დაუჭერს 14 მაისის არჩევნებამდე. ნატოში ფინეთისა და …

ნახვა »

რუსეთის საგარეო უწყება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით. რუსეთი ამ ორგანოსთან არ თანამშრომლობს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული …

ნახვა »

მეტროსადგური „გოცირიძე“ ხვალიდან მუშაობას განაახლებს

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-განახლება დასრულდა და ხვალიდან სადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, განახლებული მეტროსადგური დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. როგორც იცით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მიმდინარეობდა. იყო გარკვეული ხარვეზები, გამოსასწორებელი იყო რაღაც დეტალები, რაც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული …

ნახვა »

ჰააგის სასამართლომ (ICC) პუტინის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაავრცელა ცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ. კერძოდ, ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია