პოლიტიკა

Classic Layout

ზატულუნი – საქართველოს ოცნებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”

საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”. ამის შესახებ URA.RU-ს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განუცხადა. „იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. …

ნახვა »

ნინო ნადირაძის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის

ვივამედის დირექტორის ნინო ნადირაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის. პროცესზე მას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჰკითხა, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე კატეგორიის პაციენტი, რაზეც ნადირაძემ უპასუხა: “მძიმეა ზოგადად, მთლიანად მოცემულობა ამ ქეისის, ზოგადად, მთლიანად ქეისი არის მძიმე. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ თუ ის არ გააგრძელებს …

ნახვა »

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა, სადაც დღეს ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, სადაც დღეს ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივი სამიტი გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია შარლ მიშელის „ტვიტერის“ გვერდზე. „დავბრუნდი კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ყოველ თქვენს ნაბიჯზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, …

ნახვა »

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ოპოზიციას ისევ დავუთმოთ სახალხო დამცველის შერჩევის პრივილეგია, თუმცა არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომლებიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს

მზად ვართ, რომ ისევ ოპოზიციას დავუთმოთ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პრივილეგია, ოღონდ მათ უნდა იხელმძღვანელონ სათანადო კრიტერიუმებით, არ უნდა წარმოადგინონ ისევ ბურჯანაძე ან აბაშიძე, რომელიც პირდაპირ აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბურჯანაძეც და აბაშიძე აქციებზე ხალხს პირდაპირ მოუწოდებდა, ხელისუფლების …

ნახვა »

პაველ ჰერჩინსკი – ვულოცავ საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას, ევროკავშირი მზად არის, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს

მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომლის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისივე თქმით, ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. ამასთან, აღნიშნა, რომ ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და ევროკავშირი …

ნახვა »

ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს. მართლმსაჯულების თავის შეჯამებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში საერთო უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყანას აქვს რამდენიმე …

ნახვა »

გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. „რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში. ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი …

ნახვა »

BBC – ბიონსემ მსოფლიო ტური დააანონსა

ბიონსემ თავისი ალბომის Renaissance მხარდასაჭერად მსოფლიო ტური დააანონსა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სულ 43 კონცერტი გაიმართება, პირველი შოუ კი 10 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება. სულ ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს გამართავს, დანარჩენი შოუები კი აშშ-ში გაიმართება.

ნახვა »

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 80-ზე მეტი დეპუტატი მოითხოვს, რომ 23-24 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 80-ზე მეტი დეპუტატი მოითხოვს, რომ 23-24 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის სეიმი (პარლამენტი) ავრცელებს. პოლონეთის სეიმის თანახმად, წერილის ინიციატორები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების ხელმძღვანელები ბარბარა ბარტუსი და ვილია ალეკნაიტე-აბრამიკენე, შესაბამისად. წერილს ასამბლეის 21 ქვეყნიდან 80-ზე მეტმა დელეგატმა მოაწერა …

ნახვა »

პარტიამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია

 პარტიამ “საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ,  რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოში, მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია