პოლიტიკა

Classic Layout

ბუბა კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ

ბუბა კიკაბიძეს დღეს ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი დღეს 12 საათიდან ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში გაიმართება, საიდანაც სახალხო არტისტს 14 საათზე უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები გასულ დღეებში ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, ღამით კი, ცხედარი ფილარმონიაში გადაასვენეს. კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი …

ნახვა »

დღეს ნათლისღებაა

მართლმადიდებელი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ღე­სას­წა­ულსთან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება …

ნახვა »

„გამოვედი, რომ შანსი მიმეცა ჩვენი ქვეყნისთვის, ყოფილიყო ყველა ქვეყანას შორის გამორჩეული, გვქონოდა გულწრფელი მესიჯი ევროვიზიაზე“ – სოფო ბათილაშვილის ამაღელვებელი პოსტი

„ვოისს რაც შეეხება, გამოვედი, რომ შანსი მიმეცა ჩვენი ქვეყნისთვის, ყოფილიყო ყველა ქვეყანას შორის გამორჩეული და ნამდვილი და გვქონოდა გულწრფელი მესიჯი ევროვიზიაზე“ – მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში მის გარშემო განვითარებულ ბოლო პროცესებს ეხმიანება. ბათილაშვილის თქმით, მას გარკვეული უსამართლობის განცდა გააჩნია. „ამ პოსტში შევეხები რაღაცებს, რაზეც ბევრს ვფიქრობ ხოლმე და ბოლო …

ნახვა »

ვისთვის გაიზარდა წელს დახმარება 2000 ლარით – ცვლილებები უკვე ამოქმედდა

დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000-დან 2000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები უკვე აისახა კანონმდებლობაში. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დეკრეტული შვებულების საკითხი საკმაოდ პრობლემური იყო. “გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება. …

ნახვა »

ახალგაზრდული ევრო 2023-ისთვის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო

2023 წელს საქართველო უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. შეჯიბრება 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე შედგება. სამისოდ, ფეხბურთის ფედერაციამ მოხალისეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ამის შესახებ განცხადებაც გამოაქვეყნა. „ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს …

ნახვა »

ბროვარიში ავიაკატასტროფას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა

ბროვარიში ავიაკატასტროფის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები დაიღუპნენ. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო ავრცელებს. კლიმენკოს ცნობით, კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარიში უკრაინის საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა.  „დღეს დილით 18 იანვარს, საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა ბროვარიში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა: მინისტრი, …

ნახვა »

ლავროვი: მომხრე ვართ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ააშენონ ურთიერთობები საქართველოსთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო “მექანიზმები არსებობს”, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს. ლავროვის თქმით, რუსეთი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ურთიერთობების აშენების მომხრეა. ლავროვი აცხადებს, რომ დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები ჟენევის ფორმატის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების “მძევლად ქცევას” ცდილობენ, რაც მისი …

ნახვა »

ჩიკვატია: DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის, ვწყვეტ პრაქტიკას

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია პრაქტიკულ საქმიანობას წყვეტს. ექიმი განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი DRG სისტემის ამოქმედებაა და მიიჩნევს, რომ ეს მოდელი დამღუპველია ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებისთვის. ლევან ჩიკვატია აღნიშნავს, რომ ამ სისტემის ამოქმედებით მათ ოპერაციების ჩატარება უხარისხო იმპლანტებით უწევთ, რაც მისივე თქმით, “პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და …

ნახვა »

ზაზა ფაჩულიასა და „გოლდენ სტეიტს“ თეთრ სახლში უმასპინძლეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ის კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, თეთრ სახლს სტუმრობდა. ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ ამ გუნდში კონსულტანტად მუშაობს, შესაბამისად, 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ოქროს ბეჭედი ფაჩულიამაც მიიღო. ყოველწლიურად NBA-ის ჩემპიონებს ამერიკის თეთრ სახლში მასპინძლობენ. არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან …

ნახვა »

სალომე ზურაბიშვილი – მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში ტრაგიკული შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს, პრეზიდენტ ზელენსკის, საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე. უკრაინის …

ნახვა »
ჩანთების ონლაინ მაღაზია